5 სასმელი, რომელიც იმუნიტეტს ამაგრებს. დალიეთ და დარჩით ჯანმრთელნი! - Gemrielia.ge

5 სასმელი, რომელიც იმუნიტეტს ამაგრებს. დალიეთ და დარჩით ჯანმრთელნი!

ძლიერი იმუნიტეტის საიდუმლო ჯანსაღ კვებაშია, ხილი და ბოსტნეული კი თქვენი საუკეთესო მეგობარია. მათში შედის ყველა ის საჭირო ნივთიერება, რომელიც ორგანიზმს გააძლიერებს და უამრავ პრობლემას აგაცილებთ თავიდან. წვენების სახით მათი მიღება მარტივია, სასარგებლო და რაც მთავარია გემრიელი!

საუკეთესოთა შორის საუკეთესო სასმელების რიგებში შედის:


სტაფილოს წვენი
გემრიელი, ტკბილი და ხელმისაწვდომი სასმელი. ის ბავშვებსაც უყვართ და უფროსებსაც. მასში შემავალი უამრავი სასარგებლო ნივთიერების, ვიტამინისა და მინერალის დახმარებით, ეს წვენი ორგანიზმის მჟავა-ტუტოვან ბალანსს არეგულირებს, ამაღლებს ტონუსს, აუმჯობესებს ღვიძლის მოქმედებას და დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

ჭარხლის წვენი
კვლავ ხელმისაწვდომი თუმცა სტაფილოზე ნაკლებად გემრიელია. ამიტომ მას ხშირად ურევენ ვაშლის ან სტაფილოს წვენს. თუმცა მისი სასარგებლო თვისებები ეჭვგარეშეა. წმენდს სისხლს, დადებითად მოქმედებს ღვიძლზე, ნაღვლის ბუშტზე, აუმჯობესებს ტვინის და საკვების მომნელებელი სისტემის მუშაობას.

ლიმონის წვენი
მოამზადეთ ნატურალური ლიმონათი ლიმონის წვენით, წყლითა და ცოტაოდენი თაფლით. ეს სასმელი არაჩვეულებრივი მატონიზირებელი საშუალებაა და იმუნიტეტს წარმოუდგენლად აძლიერებს.

კივის წვენი
ეს შესანიშნავი ხასხასა მწვანე ხილი გულის დაავადებებისგან დაგიცავთ და C ვიტამინის დღიურ ნორმას შეგივსებთ. თან ძალიან გემრიელია.

მწვანე ჩაი
ეს უბრალოდ იდეალური სასმელია! მის სარგებელზე არა ერთხელ უთქვამთ და დაუწერიათ. ის ძლიერი ანტიოქსიდანტების წყარო და ძლიერი იმუნიტეტის გარანტია.

ამ სასმელების რეგულარული მიღების შემთხვევაში უბრალოდ დაივიწყებთ ყოველგვარ ყელის ტკივილს, გაციებას, გამუდმებულ სურდოს და სისუსტეს, რაც ჩვენს დროში აუცილებელია და მნიშვნელოვანია.