5 ბოსტნეული, რომელიც დამუშავების შემდეგ უფრო სასარგებლოა, ვიდრე უმად - ეს სია გაგაოცებთ! - Gemrielia.ge

5 ბოსტნეული, რომელიც დამუშავების შემდეგ უფრო სასარგებლოა, ვიდრე უმად - ეს სია გაგაოცებთ!

როგორც წესი, ხილ-ბოსტნეულის უმეტესობა ვერ იტანს თერმულ დამუშავებას და უმი სახით უფრო სასარგებლოა. მაგრამ ეს წესი რამდენიმე მათგანზე არ ვრცელდება.

რომელ ბოსტნეულს „უყვარს“ დამუშავება?


კომბოსტო
ეს ბოსტნეული დამჟავების შემდეგ უფრო სასარგებლოა ვიდრე უმად. მისი მწნილი სამჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს ვიდრე უმად მირთმევის შემთხვევაში.


პამიდორი
პამიდორი ლიკოპენს შეიცავს, რომელიც თერმული დამუშავების შედეგად კი არ ნადგურდება, არამედ პირიქით, მისი კონცენტრირება და გამოთავისუფლება ხდება. ეს გახლავთ მძლავრი ანტიოქსიდანტი, რომელის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას ეწინააღმდეგება.


სტაფილო
მასში შემავალ ბეტა-კაროტინს დამუშავების შემდეგ უფრო ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ვიდრე უმად. ამასთან აუცილებელია ცოტაოდენი ცხიმით მიირთვათ.

ჭარხალი
თერმულად დამუშავებული ჭარხალი მართალია, ნაკლებ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს, მაგრამ სამაგიეროდ უფრო უკეთ შეიტვისებს ორგანიზმი.

ნიორი
თერმულად დამუშავებული ნიორი უფრო მეტ ალიცინს შეიცავს, ვიდრე უმი. ალიცინი ბაქტერიოციდული თვისებებით ხასიათდება და ხელს უშლის თრომბების გაჩენას.