მათთვის, ვისაც "მაკდონალდსი" უყვარს - Gemrielia.ge

მათთვის, ვისაც "მაკდონალდსი" უყვარს


რესტორნების ეს ქსელი, მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ყველა ქვეყანას პროდუქციის განსხვავებული მომწოდებელი, თუმცა პროდუქტზე ხარისხის კონტროლი ყველგან ერთნაირად ვრცელდება.

საქართველოში "მაკდონალდსის" ხორცის შემოტანა ხდება გერმანიიდან, ქალაქ გიუნზბურგში არსებული ხორცის ქარხნიდან. წარმოებული ხორცი 100% საქონლის წინა და უკანა კუნთის უძვლო მაღალხარისხიანი ნაჭრებისგან შედეგბა. ქარხანა ევროპული ხორცით მარაგდება, კერძოდ ავსტრიასა და გერმანიაში არსებული ფერმებიდან, სადაც მკაცრი რეგულაციები მოქმედებს პროდუქციის ხარისხთან მიმართებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ გიუნზბურგის ქარხანაში, გამოიყენება უახლესი ტექნოლოგიები, მათ შორის სწრაფი გაყინვის მეთოდი, რაც პროდუქტის სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ "მაკდონალდსის" 100% საქონლის ხორცი GEMRIELIAყოველგვარი დანამატების გარეშე იწვება გრილზე, არომატისთვის კი ემატება მცირეოდენი მარილი და პილპილი. "მაკდონალდსისთვის" პრიორიტეტულია, როგორც ხარისხიანი ხორცი, ისე მომზადების პროცესის მკაცრი კონტროლი - ტემპერატურა, ამა თუ იმ პროდუქტის მომზადების დრო და ა.შ.

"მაკდონალდსში" შესაძლებელია მიირთვა გემრიელი სენდვიჩები და თან წონაც აკონტროლო. აქ ყველა პროდუქტს შესაფუთზე დატანილი აქვს ცხრილი, სადაც აღნიშნულია კალორიების, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მარილების შემცველობა, რაც საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ საკუთარი ულუფა. მომზადების პროცესში მომსახურე პერსონალს შეგვიძლია ვთხოვოთ, ჩვენი სურვილისამებრ, სენდვიჩიდან ამოიღოს ყველი, მაიონეზი ან დრესინგი.

"მაკდონალდსი" იყო, არის და იქნება. მთავარია, დარწმუნებულები ვიყოთ "მაკდონალდსის" პროდუქტების უსაფრთხოებაში, რომელსაც ასე გემრიელად მივირთმევთ.

წყარო: მაკდონალდსის ოფიციალური Facebook გვერდი

R