თუ სამწვადისთვის ძმარი ერთხელ მაინც მოგისხამთ...- რამდენიმე პრაქტიკული რჩევა ახალბედა კულინარებს - Gemrielia.ge

თუ სამწვადისთვის ძმარი ერთხელ მაინც მოგისხამთ...- რამდენიმე პრაქტიკული რჩევა ახალბედა კულინარებს

ბულიონი უკეთესი გამოვა, თუ მომინანქრებულ ქვაბში მოხარშავთ. როცა ქაფს მთლიანად მოხდით და ბულიონიც მზად იქნება, ჩაასხით 2-3 ს.კ ცივი წყალი და დატოვეთ 30 წუთი, შემდეგ კი გაწურეთ.

პელმენების ფარშში თუ ცოტაოდენ მოხარშულ, წვრილად დაკეპილ კომბოსტოს დაამატებთ, უფრო წვნიანი და ნაზი გამოვა.

ნებისმიერი სახეობის მოხარშული ხორცი გაციებულ ბულიონში შეინახეთ - ასე არ გამოშრება.

მწვადი უფრო გემრიელი გამოვა, თუ ძმრის ნაცვლად პომიდვრის, ბროწეულის, ლიმონის წვენში ან თეთრ ღვნოში დაამარინადებთ.

კატლეტში ყოველთვის ძველი, გამომშრალი პური დაამატეთ. ახალი პური უსიამოვნო წებოვნებას შესძენს.

თუ კატლეტის ფარშში ცოტაოდენ არაჟანს დაამატებთ, უფრო რბილი და ფუმფულა გამოვა.

თუ ხორცს შეწვის წინ ცოტაოდენ შაქარს მოაფრქვევთ, კანი მადისაღმძვრელ ოქროსფრად დაებრაწება.

შემწვარი ხორცი განსაკუთრებულად არომატული და რბილი გამოვა, თუ შეწვამდე 1 საათით ადრე ცოტაოდენ კონიაკს შეაზელთ.