ნახატები ბანანებზე - სიმსივნესთან მებრძოლი არტისტის ნამუშევრები
ელიზა როშე თვითნასწავლი ხელოვანია. სიმსივნესთან საბრძოლველად მას ბევრი ხილის ჭამა ურჩიეს. მოწყენილობის ჟამს ელიზა ბანანებზე ხატვით და აპლიკაციების კეთებით ირთობს თავს, შეჭმამდე ფოტოებს უღებს და ინსტაგრამის გვერდზე ათავსებს. ეს მისთვის ერთგვარი გასართობი და თავშესაქცევი გახდა, თუმცა ასეთი ხელოვნების ნიმუშების შეჭმა ალბათ ყველას დაენანებოდა. გადახეხეთ მის გალერეას, რომელი ნამუშევარია თქვენი ფავორიტი?