რას ამზადებენ ბებიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? პროექტში საქართველოსაც იხილავთ
იტალიელმა ფოტოგრაფმა გაბრიელ გალიმბერტიმ წარმოადგინა პროექტი, რომელსაც ერთი შეხედვით მსოფლიოს ბებიების სიყვარულის მანიფესტიც შეიძლება ვუწოდოთ. პროექტის იდეა ფოტოგრაფს შთააგონა მარტივმა ჭეშმარიტებამ - ნებისმიერი ბებია დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შვილიშვილები კარგად იკვებებიან.
გალიმბერტიმ 58 ქვეყანაში გადაიღო ფოტოები, მათ შორის მოხვდა საქართველოც. ფოტოებზე აღბეჭდილია ბებიები კერძის მომზადების წინ და საბოლოო შედეგით.
სომხეთი, ტოლმა
ჰაიტი, მოლუსკები კრეოლური სოუსით
მალავი, Finkubala - მუხლუხოები პომიდვრის სოუსით
მაროკო, Bat Bot ტაფაზე გამომცხვარი ღვეზელები
იტალია, რავიოლი ხორცის სოუსით
ფილიპინები, Kinunot - ზვიგენის ხორცი ქოქოსის რძით
კაიმანის კუნძულები, იგუანა ბრინჯითა და ლობიოთი
ლიბანი, Mjadara - ბრინჯისა და ოსპის კერძი
ჩინეთი, Hui Guo Rou ღორის ხორცი ბოსტნეულით
ინდოეთი ქათმის კერძი Vindaloo
ლატვია, ქაშაყი კარტოფილით და ხაჭოს სოუსით
ზიმბაბვე, Sadza - თეთრი სიმიდის ფქვილითა და გოგრის ფოთლებით მომზადებული კერძი
ბრაზილია Fejoada
ალჟირი, ქათამი და ბოსტნეული კუსკუსით
შვედეთი, Inkokt Lax – - ცივად მოხარშული ორაგული ბოსტნეულით
თურქეთი, Karniyarik - ხორცითა და ბოსტნეულით ფარშირებული ბადრიჯანი
კანადა - Bison Under the Midnight Sun- ბიზონის ხორცის კერძი
ბოლივია, Queso Humacha - ბოსტნეულისა და ახალი ყველის წვნიანი
კენია, Mboga and Orgali - თეთრი სიმინდის პოლენტა ბოსტნეულით და თხის ხორცით
არგენტინა, Asado Criollo- შემწვარი ხორცეულის მიქსი
ეგვიპტე, Kuoshry -მაკარონის, ბრინჯის და ბოსტნეულის ღვეზელი
ტაილანდი, Kai Yat Sai - ფარშირებული ომლეტი
ესპანეთი, Asadura de Cordero Lecca con Arroz- რძეზე გაზრდილი ბატკანი ბრინჯით
ეთიოპია, Enjera - კერძი ბოსტნეულით და კარის სოუსით
საქართველო, ხინკალი
ისლანდია, Kjotsùpa - ბატკნის და ბოსტნეულის წვნიანი
ნორვეგია Kjottsuppe - ხარის ხორცისა და ბოსტნეულის სუპი
ზანზიბარი. ბრინჯი, თევზი და ბოსტნეული მწვანე მანგოს სოუსით