როგორ მივიღოთ 4 ფორთოხლისგან 9 ლიტრი წვენი - Gemrielia.ge

როგორ მივიღოთ 4 ფორთოხლისგან 9 ლიტრი წვენი


1. გარეცხეთ 4 ცალი ფორთოხალი, გადაავლეთ მდუღარე წყალი (ცვილი და სიმწარე რომ მოშორდეს), გაამშრალეთ და შედეთ საყინულეში 2 საათით, უმჯობესია მთელი ღამით. შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასას დაასხით 3 ლიტრი ანადუღარი ცივი წყალი. დააყენეთ 10 წუთი.

2. მიღებული მასა ჯერ მსხვილ საწურში გაატარეთ, შემდეგ - წვრილში. შეგიძლიათ გამოიყენოთ 5-6 ფენად დაკეცილი მარლაც.

3. გადაწურულ წვენს დაუმატეთ 6 ლიტრი წყალი, 1კგ. შაქარი და 30 გ. ლიმონმჟავა. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, გაანაწილეთ ბოთლებში და დააყენეთ დაახლოებით 1 საათი.

4. საბოლოოდ უნდა მიიღოთ 9 ლიტრი გემრიელი ფორთოხლის წვენი.

5. გადაწურვის შედეგად დარჩენილი ჩენჩო შეგიძლიათ სამურაბედ გამოიყენოთ: დაუმატეთ შაქარი გემოვნებით, ლიმონმჟავა და მიკროტალღურ ღუმელში, თავდახურული წამოადუღეთ სამჯერ, თითო ჯერზე 5-5 წუთით. თან ურიეთ. მიიღებთ ფორთოხლის ჟელეს.