ზეითუნის ზეთის გამოყენების 16 არასტანდარტული მეთოდი - Gemrielia.ge

ზეითუნის ზეთის გამოყენების 16 არასტანდარტული მეთოდი

 

გვინდა შემოგთავაზოთ ზეითუნის ზეთის გამოყენების რამდენიმე არასტანდარტული და ნაკლებად ცნობილი მეთოდი.

1. ნებისმიერი მანიკური იწყება ხელის აბაზანით. დაამატეთ რამდენიმე წვეთი ზეთი წყალში - ეს დაარბილებს ნუნებს, ფრჩხილებსა და კანს კი სასარგებლო ელემენტებს მიაწვდის.

2. ეს საოცარი ზეთი მხოლოდ ადამიანისთვის კი არ გახლავთ სასარგებლო! დაამატეთ ორიოდე კოვზი ზეთი თქვენი ფისოს რაციონში და მისი ბეწვი პრიალა და მბზინავი გახდება.

3. თუ თნაბარი რაოდენობით შეურევთ გამდნარ ცვილსა და ზეითუნის ზეთს, მიიღებთ ვიტამინიზირებულ ტუჩის ბალზამს.

4. თუ გაპარსვის შემდეგ კანზე გამონაყარი და გაღიზზიანების ნიშნები ჩნდება, ზეითუნის ზეთი შეიზილეთ.

5. თუ თქვენი თმა სუსტი და მტვრევადია, თბილი ზეითუნის ზეთი წაისვით და თავი თბილად შეიფუთეთ. 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

6. ზეითუნის ზეთი არაჩვეულებრივია სკრაბების მოსამზადებლად. შეურიეთ მას რომელიმე სკრაბისთვის საჭირო ინგრედიენტი (მარილი, შაქარი, ყავა, სიმინდის ფქვილი...) და მიღებული სქელი მასით დაიმუშავეთ კანი შხაპის დროს. შედეგი გაგაოცებთ.

7. ზეითუნის ზეთში დასველებული ბამბის ტამპონით შეგიძლიათ მაკიაჟი მოიშოროთ.

8. კანის მშრალ მონაკვეთებთან საბრძოლველად, საკმარისია ყოველდღიურად დაიზილოთ ზეთით.

9. თუ აკნემ შეგაწუხათ, შეურიეთ ერთმანეთს 4 კოვზი მარილი და 3 კოვზი ზეითუნის ზეთი. ეს ნარევი წაისვით სუფთა კანზე 3-5 წუთით, შემდეგ ჩამოიწმინდეთ და თბილი წყლით დაიბანეთ.

10. თუ თმის შეღებვისას საღებავი სახის კანსა და კისერზე მოგხვდათ, გაიწმინდეთ ზეთიანი ბამბით.

11. ხელიდან საავტომობილო საცხის მოსაშორებლად საკმარისია გაიხეხოთ ხელები 1 კოვზი ზეთისა და მარილის ნარევით, შემდეგ კი ჩვეულებრივად დაიბანოთ.

12. თუ ყურის ტკივილმა შეგაწუხათ, ჩაიწვეთეთ თბილი ზეითუნის ზეთი, ან ჩაიდეთ ყურში ზეთიანი ბამბის ტამპონი.

13. ხის ავეჯს კარგად აპრიალებს 2 ს.კ ზეითუნის ზეთისა და 1 ს.კ ლიმონის წვენის ნარევი. შეასხურეთ ავეჯის ზედაპირს პულვერიზატორით და რამდენიმე წამის შემდეგ გააპრიალეთ ჩვრით.

14. ზეითუნის ზეთი კარგად აპრიალებს თითბრისა და ფოლადის ნაკეთობებსაც.

15. ტყავის ფეხსაცმელი ბზინვარებას დაიბრუნებს, თუ ზეთის რამდენიმე წვეთს მიაპკურებთ და ჩვრით გააპრიალებთ.

16. თუ გსურთ იატაკისთვის შესანიშნავი "მასტიკა" მოამზადოთ, შეურიეთ ზეითუნის ზეთი და ძმარი 3:1 პროპორციით და ამ ნარევით გააპრიალეთ იატაკი. ახალივით იბზინებს!