როგორ გავზარდოთ ლიმონის ხე სახლში - Gemrielia.ge

როგორ გავზარდოთ ლიმონის ხე სახლში


პირველ რიგში, მისთვის თბილი, მზიანი კუთხე შეარჩიეთ - როგორც წესი , სახლის სამხრეთ ნაწილი. გაითვალისწინეთ, რომ გაზრდის შემდეგ ის საკმაო ადგილს დაიკავებს და მხოლოდ ფანჯრის რაფაზე აღარ დაეტევა, თუმცა არც ხშირი ადგილის ცვლა უყვარს. ამიტომ თავიდანვე განსაზღვრეთ მისთვის შესაფერისი მზიანი, თბილი ადგილი.


ამის შემდეგ წადით ბაზარში და აარჩიეთ მწიფე, სურნელოვანი, კარგი ლიმონი. გამოიყენეთ საჭიროებისამბრ, კურკები კი დასათესად გადაინახეთ. ორი სამი დღე წყალში დაალბეთ, შემდეგ ქოთანში, კარგად დასველებულ მიწაში ჩაფალით 1 სმ სიღრმეზე. საუკეთესოა კარგი ბოსტნის მიწის, ტორფისა და მსხვილი ქვიშის ნარევი.

დაახლოებით 1 თვის შემდეგ უნდა გამოჩნდეს პირველი ნერგებიც. რამოდენიმე ფოთლის გამოტანის შემდეგ სათითაოდ უნდა გადარგოთ ჭიქებში.


ლიმონს უყვარს მზე და ტენი. ის აუცილებლად ხშირად მორწყეთ. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. პულვერიზატორით ასხურეთ ფოტლებზეც. ციტრუსს უყვარს სიმჟავე: შეურიეთ წყალს სულ ცოტა ლიმონმჟავა, ასკორბინის მჟავა და ზოგჯერ ამგავრი ნარევით დაასველეთ ქოთანში მიწა. ლიმონს არ უყვარს გამომშრალი ჰაერი, ამიტომ, ზამთრის პერიოდში, დადგით გამათბობელისგან მოშოშრებით, ამასთანავე, შეეცადეთ ოთახში ჰაერი დაატენიანოთ: დადგით წყალი გამათბობელთან, ან დააფინეთ მასზე სველი პირსახოცი.

ზაფხულში შეგიძლიათ ნერგი გარეთ გაიტანოთ, შემოდგომით და ადრიან გაზაფხულზე დღსით გარეთ, ღამით კი ოთახში შემოიტანეთ.
GEMRIELIA