როგორ გავაწყოთ სუფრა სწორად და ლამაზად
ნებისმიერი სადღესასწაულო ტრაპეზი ხომ შესაფერისი განწყობისა და ატმოსფეროს შექმნას გულისხმობს, რომელიც ოთახის გაფორმებითა და სუფრის სწორი სერვირებით მიიღწევა!
უბრალო სადილი რომ დღესასწაულად გადააქციოთ, ამისთვის ჭურჭელი სუფრაზე სერვირების წესების სრული დაცვით უნდა განათავსოთ. ისარგებლეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რჩევით იმისთვის, რომ თქვენს სახლში ყოველთვის სისუფთავე, წესრიგი და ჰარმონიული ესთეტიკა სუფევდეს, რადგან ასეთ პირობებში ცხოვრებას მეტი სიამოვნება მოაქვს!
ისწავლეთ ჭურჭლის თითოეული კომპონენტის დანიშნულება, ეს ნამდვილად გამოგადგებათ!
1. თეფში ცხელი კერძისთვის;
2.თეფში ცივი კერძისთვის;
3. პურის თეფში;
4. ჩანგალი ცივი კერძისთვის;
5. ჩანგალი თევზისთვის;
6. სადილის ჩანგალი;
7. სადილის დანა;
8. თევზის დანა;
9. ცივი საუზმის დანა;
10. სადილის კოვზი;
11. კარაქის დანა;
12. დესერტის კოვზი;
13. დესერტის ჩანგალი;
14. წყლის ბოკალი;
15. თეთრი ღვინის ბოკალი;
16. წითელი ღვინის ბოკალი.
ამის შემდეგ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თევზის ჩანგალი დესერტისაში არ აგერევათ. სუფრის სერვირება - ეს უბრალო საქმეა, მაგრამ ბევრი უარს ამბობს ამ სასიამოვნო და ლამაზ ტრადიციაზე, სთავაზობს რა სტუმრებს მხოლოდ დანა-ჩანგალს.
თუკი გსურთ ადამიანზე შთაბეჭდილება მოახდინოთ და მას თავი გამორჩეულ სტუმრად აგრძნობინოთ, გააწყვეთ სუფრა მისთვის სერვირების მთელი წესების დაცვით და თქვენს მცდელობას ჯეროვნად შეაფასებენ!