როგორ შევინახოთ და შევარჩიოთ ხორცპროდუქტები - მზამზარეული რჩევები ”ნიკორასგან”
სოსისი/სარდელი: - სოსისი/სარდელი სავაჭრო ობიექტში აუცილებლად უნდა იდოს დახლმაცივარში შესაბამისი ტემპერატურისა და შენახვის პირობების დაცვით;
- სოსისი/სარდელის შენახვის ვადა დამოკიდებულია პროდუქტის შეფუთვის სახეობაზე. ბუნებრივი გარსაცმის მქონე პროდუქტის შენახვის ვადა 4 დღემდეა, ხოლო დამცავი ატმოსფეროთი შეფუთულის - 15 დღე;
- ბუნებრივი გარსაცმის მქონე პროდუქტის შეძენისას, გამოშვების თარიღი და ვარგისიანობა მითითებული უნდა იყოს დახლზე, ფასმაჩვენებელთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში ვარგისიანობის შესახებ ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ გამყიდველმა;
- არ შეიძინოთ დაზიანებული ან გაწებოვნებული გარსაცმის მქონე პროდუქტი;
- სოსისი/სარდელის ფერი უნდა იყოს ბუნებრივი შეფერილობის და მოხარშვისას წყალმა არ უნდა მიიღოს მოწითალო ფერი.
მოხარშული ძეხვები
- მოხარშული ძეხვეული სავაჭრო ობიექტებში აუცილებლად უნდა იდოს დახლმაცივარში, სადაც დაცული იქნება პროდუქტის შენახვისთვის საჭირო ტემპერატურა და პირობები;
- პროდუქტის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ გამოშვების თარიღს და ვადიანობას;
- შენახვის ვადა დამოკიდებულია გარსაცმის სახეობაზე: ნატურალური გარსაცმის მქონე პროდუქტი ვარგისია 5 დღემდე, ხოლო პოლიამიდის გარსაცმში 30 დღემდე;
- ძეხვი უნდა იყოს ბუნებრივი შეფერილობის, ღია ვარდისფერი
- ბუნებრივ გარსაცმში არსებული მოხარშული ძეხვეულის ზედაპირი არ უნდა იყოს მომჭკნარი ან მომხმარი, არ უნდა ჰქონდეს ობის წერტილები
შებოლილი ძეხვეული
- შებოლილი ძეხვეული სავაჭრო ობიექტებში სასურველია იდოს ღია მაცივარში ან დახლმაცივარში, სადაც დაცული იქნება შენახვის პირობები და ტემპერატურა;
- შეძენისას ყურადღება მიაქციეთ გამოშვების თარიღსა და ვადიანობას. - შენახვის ვადა პროდუქტის შეფუთვის სახეობიდან გამომდინარე 15 დან 30 დღემდე მერყეობს.;
- ბატონის გარსაცმი მჭიდროდ უნდა ეკვროდეს შიგთავსს;
- პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს არაბუნებრივად მკვეთრი შეფერილობა.
- შებოლილი ძეხვის ზედაპირი უნდა იყოს მშრალი, მკვრივი და დაუზიანებელი;
- დასაშვებია ძეხვს ჰქონდეს მომჭკნარი ზედაპირი და ასევე თეთრი შეფერილობის მარილის თხელი ნადები.