როგორ შევინახოთ და შევარჩიოთ ხორცპროდუქტები - მზამზარეული რჩევები ”ნიკორასგან” - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ და შევარჩიოთ ხორცპროდუქტები - მზამზარეული რჩევები ”ნიკორასგან”



სოსისი/სარდელი: - სოსისი/სარდელი სავაჭრო ობიექტში აუცილებლად უნდა იდოს დახლმაცივარში შესაბამისი ტემპერატურისა და შენახვის პირობების დაცვით;

GEMRIELIA

- სოსისი/სარდელის შენახვის ვადა დამოკიდებულია პროდუქტის შეფუთვის სახეობაზე. ბუნებრივი გარსაცმის მქონე პროდუქტის შენახვის ვადა 4 დღემდეა, ხოლო დამცავი ატმოსფეროთი შეფუთულის - 15 დღე;

- ბუნებრივი გარსაცმის მქონე პროდუქტის შეძენისას, გამოშვების თარიღი და ვარგისიანობა მითითებული უნდა იყოს დახლზე, ფასმაჩვენებელთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში ვარგისიანობის შესახებ ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ გამყიდველმა;

- არ შეიძინოთ დაზიანებული ან გაწებოვნებული გარსაცმის მქონე პროდუქტი;

- სოსისი/სარდელის ფერი უნდა იყოს ბუნებრივი შეფერილობის და მოხარშვისას წყალმა არ უნდა მიიღოს მოწითალო ფერი.

მოხარშული ძეხვები

GEMRIELIA

- მოხარშული ძეხვეული სავაჭრო ობიექტებში აუცილებლად უნდა იდოს დახლმაცივარში, სადაც დაცული იქნება პროდუქტის შენახვისთვის საჭირო ტემპერატურა და პირობები;

- პროდუქტის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ გამოშვების თარიღს და ვადიანობას;

- შენახვის ვადა დამოკიდებულია გარსაცმის სახეობაზე: ნატურალური გარსაცმის მქონე პროდუქტი ვარგისია 5 დღემდე, ხოლო პოლიამიდის გარსაცმში 30 დღემდე;

- ძეხვი უნდა იყოს ბუნებრივი შეფერილობის, ღია ვარდისფერი 

- ბუნებრივ გარსაცმში არსებული მოხარშული ძეხვეულის ზედაპირი არ უნდა იყოს მომჭკნარი ან მომხმარი, არ უნდა ჰქონდეს ობის წერტილები

შებოლილი ძეხვეული

GEMRIELIA

- შებოლილი ძეხვეული სავაჭრო ობიექტებში სასურველია იდოს ღია მაცივარში ან დახლმაცივარში, სადაც დაცული იქნება შენახვის პირობები და ტემპერატურა;

- შეძენისას ყურადღება მიაქციეთ გამოშვების თარიღსა და ვადიანობას. - შენახვის ვადა პროდუქტის შეფუთვის სახეობიდან გამომდინარე 15 დან 30 დღემდე მერყეობს.;

- ბატონის გარსაცმი მჭიდროდ უნდა ეკვროდეს შიგთავსს; 

- პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს არაბუნებრივად მკვეთრი შეფერილობა.

- შებოლილი ძეხვის ზედაპირი უნდა იყოს მშრალი, მკვრივი და დაუზიანებელი;

- დასაშვებია ძეხვს ჰქონდეს მომჭკნარი ზედაპირი და ასევე თეთრი შეფერილობის მარილის თხელი ნადები.