რა უნდა გასინჯოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოხვედრისას?
"საშუალება რომ გქონდეთ, გასინჯოთ თითო კერძი ყველა ქვეყანაში, რომელ კერძს აირჩევდით?" - ასეთი შეკითხვით მიმართა ვებ-გვერდმა Quora თავის მომხმარებლებს. მკითხველებს მხოლოდ ერთი კერძი უნდა დაესახელებინათ. საბოლოოდ 35 ქვეყნიდან 35 საკულტო კერძი შეარჩიეს.
ცოტა ხნით მოწყდით საქმეებს და გადახედეთ რა უნდა გასინჯოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოხვედრისას.
ბელგია, მიდიები და შემწვარი კარტოფილი
ავსტრია, ვენური შნიცელი
არგენტინა, ასადო - ნაკვერჩხალზე შემწვარი ხორცი
კანადა, პუტინი -კალორიული კერძი კვებეკიდან
ბრაზილია, ფეიჟოადა - შავ ლობიოს, ხორცის, ბრინჯის და მანიოკას ნაზავი
ჩინეთი, საო ლონგ ბაო - ჩინური პელმენის სახეობა
საქართველო, ხაჭაპური
ინგლისი, ხორცი და იორკშირული პუდინგი
ჰოლანდია, დამარილებული ქაშაყი ყველანაირი ფორმით
ინდოეთი, ქათამი ტანდური
იტალია, პიცა
ინდონეზია, ღვეზელი ტერანგ ბულანი
პორტუგალია, ფრანცეზინია ანუ პატარა ფრანგი ქალი
რუმინეთი, სარმალე ანუ რუმინული ტოლმის სახეობა
საუდის არაბეთი, კასბა - არომატული ფლავი
შოტლანდია, შებოლილი ორაგული
ესპანეთი, ხამონ იბერიკო
უკრაინა, ბორშჩი
ვენესუელა, პობელიონ კრიოლო - შავი ლობიოს, ხორცის და ბრინჯის მიქსი
ავსტრალია, ხორცის ღვეზელი ბარდის სოუსში