საუკეთესო დეტოქს-პროდუქტები ორგანიზმის გასაწმენდად - Gemrielia.ge

საუკეთესო დეტოქს-პროდუქტები ორგანიზმის გასაწმენდად

მისი დამცავი ფარის - ღვიძლის გაწმენდას და გამართულ ფუნქციონირებას.

ტოქსინებისგან გათავისუფლება და ორგანიზმის გაწმენდა სწორედ ღვიძლის მეშვეობით ხდება. მის შიგნით მიმდინარეობს ყველანაირი საკვებიდან უსარგებლო ნარჩენების გამოყოფის პროცესი, ის იცავს ორგანიზმს ალკოჰოლის, წამლების, უსარგებლო ნივთიერებების მავნე გავლენისგან. სწორედ ამიტომაა მისი გაწმენდა და დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

არსებობს პროდუქტები, რომლებიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცესის განხორციელებაში ეხმარება ორგანიზმს და მის დამცავ ორგანოს ღვიძლს. ასეთი ჯადოსნური პროდუქტები გახლავთ:

ნიორი
ის შეიცავს ორ მნიშვნელოვან ნივთიერებას - ალიცინს და დიალილის სულფატს. ნივრის გამწმენდი და სასარგებლო თვისებები ძველი დროიდანაა ცნობილი. იგი ბუნებრივი ანტიბიოტიკია და ებრვის ბაქტერიებს და ვირუსებს.

ვაშლი
მასში შემავალი პექტინები ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის შარდისა და მარილების გზით.

ბროკოლი
მასშ შემავალი ენზიმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეტოქსიკაციის პროცესში.

ჭარხალი
ის უამრავ ანტიოქსიდანტს შეიცავს და ღვიძლის ფუნციებს აძლიერებს.

ანანასი
ანტიოქსიდანტებით მდიდარი და ძლიერი დიურეტიკია. იგი აწესრიგებს მომნელებელი სისტემის ფუნქციებს.

ბადრიჯანი
ორგანიზმს ეხმარება ტოქსინებისგან გათავისუფლებაში. მაში შემავალი უჯრედისი ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს.

მწვანე ჩაი
მისი დახმარებით ღვიძლის გაწმენდის პროცესი უფრო ეფექტური ხდება

სალათეული, მწვანილები
ყველა სახის მწვანე ფოთლეული აუცილებელია ორგანიზმისთვის - იცავს დაბერებისგან და ავსებს სასარგებლო ნივთიერებებით.

წყალი
სუფთა წყალი ნებისმიერი მინარევის და არომატიზატორის გარეშე საუკეთესო ბუნებრივი გამწმენდია. ის სასიცოცხლოდ აუცილებელია ორგანიზმის ფუნქციონირებისა და გაწმენდისთვის. თუ მიეჩვევიტ ყოველდრიურად საჭირო რაოდენობის წყლის დალევას , მალევე იგრძნობთ დადებით შედეგებს საკუთარ თავზე.
წყალი არა მხოლოდ კვებავს უჯრედებს, არამედ ათავისუფლებს კიდეც ორგანიზმს უსარგებლო ნივთიერებებისგან.

ორგანიზმის გაწმენდის პროცესში ნუ დაივიწყებთ ფიზიკურ ვარჯიშს. მავნე ნივთიერებები ოფლთან ერთადაც გამოიდევნება. ამასთან ერთად, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ჯანსაღი კვებისა და ვარჯიშის ერთობლიობა უზრუნველყოფს ორგანიზმის გამართულ მუშაობას. მხოლოდ ჩვენ თავად ვაზიანებთ მას ჩვენი მავნე ჩვევებით.