ხილი ეგზოტიკური ქვეყნებიდან, რომელიც შესაძლოა არ გაგისინჯავთ! - Gemrielia.ge

ხილი ეგზოტიკური ქვეყნებიდან, რომელიც შესაძლოა არ გაგისინჯავთ!

ფორთოხალი, ბანანი, ანანასი თუ მანგო ჩვენი სუპერმარკეტებისთვის ჩვეულებრივი პროდუქტია და ყველა თქვენთაგანს გაუსინჯავს. მაგრამ გსმენიათ თუ არა კივანო ან რამბუტანი? გაგისინჯავთ დურიანი და აკი?
გაეცანით რამდენი უცნაური და ეგზოტიკური ხილი არსებობს , რომელიც საქართველოში არსად შეგხვდებათ


კივანო, იგივე აფრიკული კიტრი გოგრისებრთა ოჯახს ეკუთვნის და წარმოშობით აფრიკიდანაა. დღეისათ
ვის მას აწარმოებენ სამხრეთ ამერიკაში, ისრაელში, იტალიასა და ახალ ზელანდიაშიც


დურიანი დიდი ზომის ხილია, გარედან ეკლიანი საფარით. მას ღვთაებრივი გემო და... აუტანელი სუნი აქვს, იმდენად აუტანელი, რომ მისი შეტანა თვითმფრინავსა და სასტუმროებში აკრძალულია. დურიანს შეხვდებით კამბოჯაში, ვიეტნამში, ტაილანდში, ინდოეთში, შრი-ლანკაზე


რამბუტანი - კაკლის ზომის ტროპიკული ხილია. გარედან ბუსუსებითაა დაფარული, შიგნით კი ნაზი, ტკბილი გული იმალება. მისი კურკა უმი მომწამვლელია, მოხალვის შემდეგ კი უვნებელი ხდება 


აკი კიდევ ერთი უცნაური ხილია, რომელიც სიფრთხილით მოპყრობას მოითხოვს. მკვახე ან ბუნებრივად გაუხსნელი ნაყოფი მომწამვლელია. იჭმევა მხოლოდ კარგად დამწიფებული, გადახსნილი ხილი. აქვს სასიამოვნო ნიგვზიებური არომატი. 


მონსტერა დიდი ზომის ნაყოფია და სიმინდის ტაროს წააგავს. მკვახე მდგომარეობაში კანის და პირის ღრუს წვის შეგრძნებას იწვევს, ამიტომ მხოლოდ კარგად დამწიფებული იჭმევა. მას შეხვდებით მექსიკაში, გვატემალაში, პანამაში, ავსტრალიასა და სეიშელებზე.


თითებიანი ლიმონი - იგივე "ბუდას ხელი". მას თითქმის არ გააჩნია რბილობი, კანს კი ცუკატების დასამზადებლად ან არომათერაპიაში იყენებენ. შეხვდებით ჩინეთში, ინდოეთსა და იაპონიაში. 


სალაკი -"გველის ხილი". ეს პალმისებური მცენარის ნაყოფია და თავისი მეორე უცნაური დასახელება კანის გამო მიიღო. მას სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში შეხვდებით. აქვს ტკბილი გემო და სასიამოვნო არომატი  


ჩერიმოიას "ნაყინის ხილსაც " ეძახიან, რადგან მსგავსი კონსისტენციის რბილობი აქვს. ერთდროულად რამდენიმე ხილის გემოს მოგაგონებთ. მისი მთავარი მწარმოებელია ტაილანდი, ჩინეთი, ვენესუელა, კოლუმბია, მალაიზია. 


პიტაია - დრაკონის ხილი - აქვს ნაზი გემო, კრემისებური სტრუქტურა, სასიამოვნო არომატი. მას შეხვდებით სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.