როგორ გავწმინდოთ საჭრელი დაფა? ამ გენიალური მეთოდით საქმე გაგიმარტივდებათ! - Gemrielia.ge

როგორ გავწმინდოთ საჭრელი დაფა? ამ გენიალური მეთოდით საქმე გაგიმარტივდებათ!

 

პროდუქტების საჭრელი დაფა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნივთია სამზარეულოში. თუმცა, მხოლოდ წყალი და საწმენდი სითხე ხშირად ვერ უმკლავდება მასზე დარჩენილ ლაქებს.
იმისათვის ,რომ დაფას ყველანაირი ჭუჭყი და ლაქა მოაშოროთ მხოლოდ ორი რამ დაჭირდებათ:

 

- ლიმონი და მსხვილი მარილი.


როგორც ხედავთ ეს დაფა საკმაოდ დალაქავებულია და ცხელი ჩაიდნისგან დარჩენილი ლაქებიც ემჩნევა.


გაჭერით ლიმონი ორად. ერთი ნაწილი მჭიდროდ დაადეთ დაფას და წაუსვით, რომ ლიმონის წვენმა მთლიანად დაფაროს ზედაპირი. შემდეგ მოაყარეთ მსხვილი მარილი და დატოვეთ 10-15 წუთი.




დაადეთ ლიმონის მეორე ნახევარი და მისი დახმარებით გახეხეთ დაფის ზედაპირი.


დაფა ახალივით გახდება!

გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებსაც!