როგორ გავიმარტივოთ ცხოვრება ბლენდერით - 10 იდეა თანამედროვე დიასახლისებისთვის
ბლენდერი თანამედროვე დიასახლისების სამზარეულოს განუყოფელი ნივთია. თუმცა, თუ ზოგი მას საყვარელი კერძების მომზადებისთვის იყენებს, სხვას თაროზე აქვს შემოდებული. ეს იმიტომ, რომ ყველამ როდი იცის, რა მრავალფეროვანი რეცეპტები არსებობს, სადაც ამ ტექნიკას გამოიყენებთ. როგორ მივიღოთ ბლენდერისგან მაქსიმალური სარგებელი? - ჩვენ გთავაზობთ 10 იდეას, როგორ გაიმარტივოთ ცხოვრება და გაამრავალფეროვნოთ თქვენი მენიუ.
1. პასტის ცომი
ყველას არ უყვარს ცომის ზელა, მით უმეტეს, თუ ის დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. თქვენ შეგიძლიათ გაიიოლოთ საქმე ბლენდერის გამოყენებით. ცომი შემდეგ გააბრტყელეთ და თხელ ფენებად დაჭერით.
2. პესტოს მადისაღმძვრელი სოუსი
სამზარეულოს კომბაინის დახმარებით პესტოს სოუსის ყველა კომპონენტი ერთმანეთში სწრაფად და გულდასმით ირევა. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ: კარგად მოზრდილი კონა ბაზილიკი, 50 გ. პარმეზანი, 3 კბილი საშუალო ზომის ნიორი, 30 გ. კედარის კაკალი, 100-120 მლ ზეითუნის ზეთი. სხვათა შორის, ბაზილიკის ნაცვლად შეგიძლიათ აიღოთ ქინძი, ოხრახუში, ისპანახი ან კამა, ხოლო კედარის კაკალი ჩაანაცვლოთ ბერძნულით, ფისტაშიოთი ან ნუშით. პარმეზანის ნაცვლად კი ხმარობენ ნებისმიერ მაგარი სახეობის ყველს. ოღონდ ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ ცოტაოდენი მარილის დამატება.
3. ცივი კოქტეილები
ბლენდერის მეშვეობით სხვადასხვა გემრიელი კოქტეილის მომზადება შეიძლება. ყველაფერი თქვენს გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთ საუკეთესო ვარიანტს შემოგთავაზებთ: ბლენდერში მოათავსეთ 3 სუფრის კოვზი მარწყვის ნაყინი, 2 სუფრის კოვზი შოკოლადის და და ერთი გასუფთავებული დაჭრილი ბანანი. დაასხით ამ ყველაფერს ნახევარი ჭიქა რძე და თქვიფეთ მანამ, სანამ სქელი და ქაფიანი არ გახდება. ჩამოასხით ბოკლებში.
4. საფანელი
საფანელის ყიდვა აღარ დაგჭირდებათ, თუ მას დამოუკიდებლად, სახლში ბლენდერით გააკეთებთ.
5. თხილის პასტა
იოლია თხილის პასტის მომზადება სახლის პირობებში. მას ამზადებენ ნუშის, არაქისის, თხილისა და ბერძნული კაკლისგან. თქვიფეთ ისინი ბლენდერში მანამ, სანამ არ მიიღებთ კარაქის კონსისტენციის სქელ, ერთგვაროვან მასას. თქვეფისას აუცილებელია გააჩეროთ ბლენდერი ყოველი 20-25 წამის შემდეგ და პასტას მოურიოთ. შეგიძლიათ დაუმატოთ რაც კი მოგესურვებათ: ჯანჯაფილი (კოჭა, იმბირი), თაფლი, კაკაო, ვანილი, პაპრიკა. მიღებულ მასას დაუმატეთ ცოტაოდენი მზესუმზირის ზეთი და ისევ ჩართეთ ბლენდერი. იმისთვის, რომ ხრაშუნა ტექსტურა მიიღოთ, ბოლოს პასტას დაუმატეთ წვრილად დაჭრილი თხილი.
6. შინაური მაიონეზი
ბლენდერის დახმარებით გადასარევი შინაური მაიონეზის მოზადება შეგიძლიათ!
7. დაფხვნილი ორცხობილა
დაფხვენით თქვენი საყვარელი ორცხობილები ბლენდერში და თქვენ მიიღებთ მშვენიერ მოსაყრელს ტორტებისა და ნამცხვრებისთვის.
8. ხორცის ფარში
რადგან ნახევარფაბრიკატების შეძენა არც თუ უსაფრთხოა, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ხორცი ბლენდერში დააქუცმაცოთ.
9. ბლინები
ბლენდერის დახმარებით შეგიძლიათ დააქუცმაცოთ შვრიის ფქვილისგან მომზადებული ბლინების შემადგენელი პროდუქტები. თქვენ დაგჭირდებათ: 1 ჭიქა შვრიის ფქვილი, 2 ბანანი, ნახევარი ჭიქა რძე, 1 კვერცხი, 1 სადილის კოვზი შაქარი და მარილი გემოვნებით. გაასუფთავეთ ბანანები დადაჭერით პატარა ნაჭრებად, ჩაყარეთ ბლენდერში, დაუმატეთ კვერცხი და შაქარი. კარგად გათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ შვრიის ფქვილი, მარილი, რძე და ისევ ჩართეთ ბლენდერი. თქვენ უნდა გამოგივიდეთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი. გამოაცხეთ ბლინები კარგად გაცხელებულ, ზეთწასმულ ტაფაზე ყველა მხრიდან.
10. ათქვეფილი ნაღები
მოამზადეთ ბლენდერით ნაღები დესერტისათვის. ჩაასხით ნახევარი ჭიქა ნაღები ბლენდერში და თქვიფეთ საშუალო სიჩქარეზე 15-20 წამის განმავლობაში.