ახალი აღმოჩენა სუპერმარკეტებში - თუ პროდუქტის საყიდლად ხშირად დადიხართ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა - Gemrielia.ge

ახალი აღმოჩენა სუპერმარკეტებში - თუ პროდუქტის საყიდლად ხშირად დადიხართ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა



ჩვენ მათ მეორე სიცოცხლეს მაშინ ვუბრუნებთ, როდესაც სხვადასხვა დანიშნულებისთვის ვიყენებთ, საბოლოოდ კი ზოგი მათგანი სანაგვეზე ხვდება და ზოგიც ბუნებაში "იდებს" ბინას. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენი დაუდევრობით დაგდებული ცელოფნის პარკის სრულად გახრწნას ყველაზე მეტი დრო - 200-1000 წელი სჭირდება.

როგორც წესი, პარკებს, რომლებსაც სუპერმარკეტებში გვთავაზობენ, ერთდჯერადი დანიშნულება აქვს, მაგრამ ხშირად ისინი ერთჯერადადაც ვერ ასრულებს "დაკისრებულ მოვალეობას"…

ნაყიდი პროდუქტი ხშირად სახლამდეც ვერ მიგვიტანია, რადგან პარკს ან სახელური სძვრება, ან ძირი. ნერვებთან ერთად კი, ნაყიდი პროდუქტიც ზიანდება. რამდენიმე დღის წინ "ნიკორას" სუპერმარკეტში ვაშლის ფორმის აქსესუარი შევნიშნე, რომელიც გაშლის შემდეგ ნაჭრის მყარ ჩანთად გადაიქცა.
GEMRIELIA

მისი მრავალჯერადი გამოყენება და გარეცხვაცაა შესაძლებელი. მშვენიერი ფერი და ფორმა აქვს, რაც დისკომფორტს არ მიქმნის მისი ტარებისას, იაფია და რაც ყველაზე მთავარია, იგი დაკეცილი სახით სულ მიდევს ხელჩანთაში. არც დიდ ადგილს იკავებს და ძალიან მსუბუქია.

მსგავსი რამ აქამდე არსად შემხვედრია, მიხარია, რომ ნელ-ნელა მომსახურების სფეროში გადავდივართ ცივილურ ფორმებზე და თანაც, ამ ჩანთების შემოღებას, კომფორტის გარდა, ის დიდი იდეა უდევს საფუძვლად, რასაც გარემოზე ზრუნვა ჰქვია.
GEMRIELIA
რა ცოტა ჰყოფნის ქალს ბედნიერებისთვის. ამ ამბავმა ისე მომხიბლა, რომ მომინდა, დიასახლისებისთვის გამეზიარებინა. მგონი, ეს ჩანთა მათაც ძალიან გამოადგებათ და რაც მთავარია, გარემოსაც.