12 საკვები პროდუქტი, რომელსაც აქამდე არასწორად ამზადებდით - Gemrielia.ge

12 საკვები პროდუქტი, რომელსაც აქამდე არასწორად ამზადებდით


მადისაღმძვრელი დელიკატესი კარტოფილისგან

მოგწყინდათ ტრადიციულად შემწვარი კარტოფილი? - მაშინ აი, ძალიან გემრიელი რეცეპტი: აიღეთ დიდი ზომის კარტოფილი, ჩაჭერით რამდენიმე ადგილას, დაჭდევებში ჩატენეთ ყველი, ბეკონი, სოუსი, მწვანილი და გამოაცხვეთ აირღუმელში. ღვთიური კერძი უბრალო პროდუქტებისგან მზადაა!

GEMRIELIA

არაჩვეულებრივი კვერცხის ტაფამწვარი

მარტოხელების ჩვეული საუზმე - კვერცხის ტაფამწვარიც კი შეგიძლიათ ხელოვნების ნიმუშად აქციოთ!

GEMRIELIA

ყველაზე გემრიელი გამაგრილებელი სასმელი მსოფლიოში

დაამტვრიეთ თქვენი საყვარელი შოკოლადის ორცხობილა, ჩაყარეთ ყინულის ფორმებში, დაასხით რძე და შედგით მაცივარში. მიირთვით ყოველთვის, როცა გაგრილება მოგინდებათ. ზაფხულის ცხელი დღეებისთვის პირდაპირ მისწრებაა!

GEMRIELIA

სპირალური სოსისები

თუ გსურთ გრილზე მოამზადოთ რაიმე განსაკუთრებული, დაჭერით სოსისები სპირალისებურად, სანამ მათ ჩხირებზე წამოაცვამთ. ძალიან ორიგინალური გამოდის!

GEMRIELIA

როცა პური ხელოვნების ნაწარმოებია

გააკეთეთ პურზე დაჭდევები ბადისებურად. ჩატენეთ მასში ყველი და მწვანილი. გამოაცხვეთ აირღუმელში ან შეშის ღუმელში. მიიღებთ ორიგინალურ ხრაშუნა საუზმეს, რომელიც ყველა თქვენს ახლობელს გადარევს. ოღონდ იჩარეთ, ეს დელიკატესი ცხელი იჭმევა.

GEMRIELIA

როგორ გავათბოთ პიცა

ვინც ეს მოიგონა - უბრალოდ, გენიოსია! პიცის გათბობა არა მხოლოდ მიკროტალღურ ღუმელშია შესაძლებელი, არამედ ვაფლის საცხობშიც.

GEMRIELIA

მაკარონის ბლინები ვაფლის საცხობში

ამას ნამდვილად პირველად ნახავთ ცხოვრებაში!

GEMRIELIA

ძეხვის ბუტერბროდი

ახლა თქვენ გეცოდინებათ, როგორ დაფაროთ პურის ზედაპირი ძეხვით მთლიანად.

GEMRIELIA

რვაფეხები

უბრალოდ, ჩაურჭეთ სპაგეტი სოსისებში და ამ სახით მოხარშეთ. რეზულტატი ყველას მოეწონება!

GEMRIELIA

ბლინი ჩხირზე

ეს გასაოცარი იდეაა ბლინების სუფრაზე მისართმევად! თანაც ძალიან მოსახერხებელია, როცა ბლინებს თაფლით, მურაბით ან ტკბილი სოუსით მიირთმევთ.

GEMRIELIA

ძალიან მაგარი პატარა ეშმაკობა

ცივი ნაყინი სჯობს ცხელი დანით დაჭრათ!

GEMRIELIA

დაჭერით სწორად

აღმოჩნდა, რომ ტორტის, ყველისა და სხვა რბილი პროდუქტების დასაჭრელად საკმარისია მაგარი ძაფის გამოყენება.

GEMRIELIA