თუ გსურთ, რომ მოხარშული კრევეტები უგემრიელესი გამოგივიდეთ
იმის შემდეგ, რაც კრევეტები მოიხარშება, გააჩერეთ ამ ბულიონში 10 წუთი.
მაგიდაზე მისატანად კრევეტებს შეგიძლიათ მოუმზადოთ ძალიან გემრიელი სოუსი: გაასუფთავეთ ნივრის კბილი და დაჭყლიტეთ. წვრილად დაჭერით წითელი მწარე წიწაკა და დაჭყლეტილ ნიორთან ერთად მოშუშეთ ზეითუნის ზეთში. ამ ცხელ სოუსში ჩაუმატეთ 1 ლიმონის წვენი, კამა და სუნელები თქვენი გემოვნებით.
მოხარშული კრევეტები ამოაწეთ ამ სოუსში და თქვენ გაგაოცებთ თქვენი კერძის პიკანტური გემო.