20 ჭკვიანი ნივთი მომავლის სამზარეულოდან, რომლებიც უკვე დღეს არსებობენ
ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ჩვენს ცხოვრებაში ჩნდებიან ჭკვიანი ნივთები, რომლებიც ყველაფერს შესამჩნევად ამარტივებენ, მათ შორის სამზარეულოშიც. ახლა უკვე შესაძლებელია ტაიმერი ისე დააყენოთ სამზარეულო ტექნიკაზე, რომ მან საკვები თქვენი სახლში დაბრუნების დროისთვის მოამზადოს, ან მართოთ გაზქურა აიფონის მეშვეობით.
ჩვენ გთავაზობთ 20 გენიალურ ნივთს, რომლებიც სულ მალე დაიმკვიდრებენ ადგილს ჩვენს სამზარეულოებში.
"კალამი", რომელიც სანელებლებით ხატავს - მისი დახმარებით სულ ადვილად შეიძლება შეასრულოთ ყავაზე ან დესერტებზე დარიჩინის, კაკაოს, შაქრის პუდრის ნახატები და წარწერები.
ხელსაწყო, რომელიც ხორცის და თევზის სიახლეს საზღვრავს - ის თქვენს ეჭვებს გააქარწყლებს ან დაადასტურებს
თანამედროვე მადუღარა - ჩაისთვის, ყავისთვის, სუპისთვის...
ასეთ ტოსტერში პური არ დაგეწვებათ - ყოველთვის ჩანს რა კონდიციამდეა მისული
პირადი ბარმენი - რამდენიმე წამში თქვენს საყვარელ კოქტეილს მოამზადებს
ფინჯნები, რომლებიც თეფშის ნახატს იმეორებენ
წელვადი შესაფუთი , რომელიც ყველანაირი ზომის პროდუქტს ერგება
უჩვეულო საჭრელი დაფა - უერთდება აიპადს ან აიფონს, საზღვრავს კალორიებს, პროდუქტში ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების შემადგენლობას.
ჩაის მადუღარა - ყავის აპარატით ვეღარავის გააოცებთ, მაგრამ ჩაის შემთხვევაში საქმე ასე არაა. ეს აპარატი წნევის რეგულირების საშუალებით ადუღებს შესანიშნავ ჩაის, რომლის გემოც სრულიად განსხვავდება ჩვეულებრივი გზით მოდუღებულისგან
ჭკვიანი ტაფა - ის გატყობინებთ, როდის აღწევს სწორ ტემპერატურას პროდუქტი, როდის უნდა გადააბრუნოთ ან ამოურიოთ, რათა კერძი ისეთივე გემრიელი გამოგივიდეთ, როგორც დედათქვენს ან პროფესიონალ მზარეულს.
ჯიბის ყავის აპარატი - გააკეთეთ ქაფქაფა ესპრესო სადაც არ უნდა იყოთ
დანები, რომელთა გალესვა 25 წელიწადში ერთხელაა საჭირო. ჩაინიშნეთ, როდის გადის 25 წელი და არ დაგავიწყდეთ გალესვა :)
ხელის სტერილიზატორი - მისი მოქმედების საიდუმლო ულტრაიისფერი სხივებია, რომელიც მიკრობებს ებრძვის
სენსორული ნაგვის ურნა - ხელის მიახლოებისას თავად იღება
დაიწყეთ სადილის მომზადება ჯერ კიდევ სამსახურიდან გასვლამდე -სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით ეს ჯადოსნური აპარატი უთვენოდ იწყებს სადილის მომზადებას და სახლში დაბრუნებულს მზა კერძი დაგხვდებათ
დრეკადი ლანჩბოქსი - ნებისმიერ თქვენს ბუტერბროდს პირველადი იერით შეინახავს საჭირო დრომდე
ბოსტნეულის მოსახარში კონტეინერი - უცნაური ნივთია, თუმცა მისი საშუალებით მარტივად მოხარშავთ ან ორთქლზე მოამზადებთ ბოსტნეულს
ვერტიკალური მოწყობილობა საჭმლის მოსამზადებლად - უცნაურია, თუმცა გემრიელი ომლეტი და ფუნთუშები გამოდის
ეს მოწყობილობა პროდუქტებს გაყინულს ინახავს - მისი საშუალებით გაყინულ პროდუქტის ტემპერატურას საყინულის გარეთაც ადვილად შეინარჩუნებთ
ფინჯანი დისპლეით - მასში ჩამონტაჟებული ელექტნონული მელანი ტემპერატურაზე რეაგირებს და სხვადასხვა გამოსახულებას გთავაზობთ