განტვირთვის დღეების 10 ვარიანტი - Gemrielia.ge

განტვირთვის დღეების 10 ვარიანტი

თუ საგაზაფხულოდ განტვირთვის დღეების მოწყობას და რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის დაკლებას გეგმავთ, 10 ეფექტურ ვარიანტს გაგიზიარებთ.


1. ხილის
1.5 კგ ახალი ხილი (ბანანის გარდა) 5-6 ულუფად გაანაწილეთ და მიირთვით სურვილის მიხედვით.

2. კეფირის
ეს საკმაოდ პოპულარული და ეფექტური ვარიანტია, რომელსაც ორგანიზმიც ადვილად იტანს. მიიღეთ დღეში 1.5 ლ კეფირი როცა მოგშივდებათ.

3. ვაშლის
დღეში შეგიძლიათ 1.5 კგ ახალი ან შემწვარი ვაშლი მიიღოთ.

4. კიტრის
დღეში კვლავ 1.5 კგ კიტრი უნდა მიირთვათ 5 ულუფად განაწილებული. შეგიძლიათ მოაყაროთ მწვანილიც.

5. ცილოვანი
დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ უცხიმო ხორცისა და თევზის პროდუქტები, ლობიო ცოტაოდენ ბოსტნეულთან - კიტრთან, პომიდორთან, მწვანილთან ერთად. უნდა იკვებოთ 4-5 საათში ერთხელ.

6. ბრინჯის
150 გ ყავისფერი ბრინჯი მოხარშეთ უმარილოდ და მიიღეთ 3 ულუფად. შეგიძლიათ დამატებით მიიღოთ ვაშლი, ტკბილი წიწაკა, სტაფილო.

7. ყველისა და კვერცხის
საუზმედ მიიღეთ შავი ყავა, 100 გ ყველი, სადილად კი 2 კვერცხი, მოხარშული ან შემწვარი. ვახშმად ჩაი და 200 გ ყველი

8. რძის
დღეში 6-ჯერ მიიღეთ 100-100 მლ რძე

9. წიწიბურა და კეფირი
საღამოს მდუღარე წყალში დაალბეთ 200-250 გ წიწიბურა, დილით გაყავით 3-5 ულუფად და 1 ლ კეფირის თანხლებით მიირთვით დღის განმავლობაში.

10. სტაფილოს, ჭარხლის და კვერცხის
შეგიძლია ჭამოთ 300 გ სტაფილო, 300 გ ჭარხალი და 2 კვერცხი. ბოსტნეული შეგიძლიათ მოხარშოთ და 1 ს.კ ზეთით შეაზავოთ. გაანაწილეთ 5 კვებაზე.