ყველაფერი რაც ვიტამინებზე უნდა იცოდეთ
იცავს ქათმის სიბრმავისაგან;
ხელს უწყობს როდოპსინის სინთეზს თვალში;
ზრდის სასუნთქი გზების წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ;
გარე კანის საფარველს ინახავს ჯანმრთელ მდგომარეობაში;
ხელს უწყობს ძვლების ზრდას და გამაგრებას, კანის, თმების, კბილების და ღრძილების ჯანმრთელობას;
გარე გამოყენების დროს გამონაყარის, ფურუნკულების, კარბუნკულების მკურნალობას შველის;
ხელს უწყობს ემფიზემას და ჰიპერთირეოზის მკურნალობას.
ასევე:
ნებისმიერი რაოდენობის ალკოჰოლი აფერხებს A ვიტამინის ათვისებას;
A ვიტამინი უკეთესად მუშაობს B კომპლექსთან, D ვიტამინთან, E ვიტამინთან, კალცთან, ფოსფორთან და ტყვიასთან შეთავსებით;
A ვიტამინი ასევე იცავს ც ვიტამინს დაჟანგვისაგან;
თუ ადამიანი იღებს ქოლესტერინის დამწევ პრეპარატებს, ამ დროს ქვეითდება A ვიტამინის ათვისება და მისი მიღება უფრო მეტი რაოდენობითაა საჭირო.
B ჯგუფის ვიტამინები
ვიტამინი B1
შეიცავს:
მშრალი საფუარი, ბრინჯის ჩენჩო, ხორბალი, შვრიის ღერღილი, არაქისი, ღორის ხორცი, ბოსტნეულის უმეტესობა, ქატო.
სასარგებლოა:
ხელს უწყობს ზრდას;
აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით ნახშირწყლების;
აუმჯობესებს გონებრივ მონაცემებს;
ახდენს ნერვული სისტემის, კუნთების და გულის მუშაობის ნორმალიზებას;
შველის ზღვის ავადმყოფობის და რყევის შეგრძნების დროს;
ამცირებს კბილის ტკივილს სტომატოლოგიური ჩარევის შემდეგ;
ეხმარება ჰერპეს ზოსტერის მკურნალობის დროს.
ასევე:
წყალში ხსნადია. ნებისმიერი ჭარბი რაოდენობა არ გროვდება ორგანიზმში და გამოიყოფა, ამიტომ ის ყოველდღიურად უნდა ანაზღაურდეს;
მასზე მოთხოვნილება იზრდება ავადმყოფობის, სტრესის და ქირურგიული ჩარევის შემდეგ. აქვს სუსტი შარდმდენი ეფექტი;
ვიტამინი B1 ადვილად იშლება სითბური დამუშავების შედეგად.
ვიტამინი B2
შეიცავს:
რძე, ღვიძლი, თირკმელები, საფუარი, მწვანე ფურცლიანი ბოსტნეული, თევზი, კვერცხი.
სასარგებლოა:
ხელს უწყობს ზრდას;
იცავს კანს, ფრჩხილებს, თმებს;
შველის პირზე, ტუჩებზე, ენაზე გამონაყარის მკურნალობას;
აუმჯობესებს მხედველობას;
სხვა ნივთიერებებთან ერთად მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაში;
ასევე:
წყალში ხსნადია, ადვილად შეიწოვება;
არ გროვდება ორგანიზმში და მისი მარაგის შევსება მუდმივადაა საჭირო;
ორსულებს და მეძუძურებს უფრო მეტი დოზა ესაჭიროებათ;
მისი საჭიროება იზრდება სტრესულ სიტუაციებში;
თუ ადამიანი ხანგრძლივ დიეტაზეა კუჭის წყლულის ან დიაბეტის გამო, დიდია ამ ვიტამინის დეფიციტის შექმნის ალბათობა.
ვიტამინი B6
შეიცავს:
ლუდის საფუარი, ხორბლის ანაცერი, ხორბლის ბუტკო, ღვიძლი, თირკმელები, გული, ნესვი, კომბოსტო, შავ ბადაგი, რძე, კვერცხი, ძროხის ხორცი.
სასარგებლოა:
ანტისხეულების და სისხლის წითელი უჯრედების ჩამოყალიბებისთვის;
ხელს უწყობს ცხიმის და ცილების ათვისებას;
ხელს უწყობს ტრიპტოფანის – შეუცვლელ ამინომჟავის ნიაცინად გადაქცევად;
ეხმარება სხვადასხვა ნერვული და კანის დაავადებების თავიდან არიდებას;
ამსუბუქებს გულის რევის შეგრძნებას;
ხელს უწყობს დაბერების შემაფერხებელი ნუკლეინის მჟავების სწორი სინთეზის პროცესს;
ამცირებს ღამის განმავლობაში წვივის კუნთების სპაზმს, კრუნჩხვას და კიდურების გარკვეული ნევრიტებს გამოვლინებას;
მოქმედებს როგორც ბუნებრივი შარდმდენი საშუალება.
ასევე:
სჭირდებათ მათ, ვინც დიდი რაოდენობით ცილებს ღებულობს;
ართრიტით დაავადებულ ადამიანებს, რომლებიც გადიან მკურნალობას პენიცილამინით, სჭირებათ ამ ამ ვიტამინის დანამატები.
ვიტამინი B12
შეიცავს:
ღვიძლი, ძროხის ხორცი, ღორის ხორცი, კვერცხი, რძე, ყველი, თირკმელები.
სასარგებლოა:
არიდებს ანემიის განვითარებას;
ბავშვებში ხელს უწყობს ზრდას და მადის გაუმჯობესებას;
ზრდის ენერგიას;
ხელს უწყობს ნერვული სისტემის ჯანმრთელობას;
ხსნის გაღიზიანებადობას;
აუმჯობესებს კონცენტრაციას, მეხსიერებას და წონასწორობას;
ასევე:
ერთადერთი ვიტამინი, რომელიც შეიცავს შეუცვლელ მინერალურ ელემენტებს და ეფექტურია მცირე დოზებში;
ვეგეეტარიანელობის შემთხვევაში, როცა რაციონიდან ამოღებულია კვერცხი და რძის პროდუქტები, საჭიროა ბ12-ის დანამატების მიღება;
ფოლიუმის მჟავასთან შეხამებით ბ12 ეფექტური საშუალებაა სასიცოცხლო ძალების აღსადგენად;
როგორც ბ კომპლექსის შემადგენელი ნაწილი ვიტამინი ბ12 სასარგებლოა ქალებისათვის მენსტრუალურ და პრემენსტრუალურ პერიოდში.
ვიტამინი B13
შეიცავს:
ძირხვეულა, შრატი, მჟავე რძის თხევადი ნაწილი.
სასარგებლოა:
ღვიძლის პრობლემების და ნაადრევი დაბერების პროცესის შეფერხებისათვის.
ვიტამინი B17
შეიცავს:
მცირე რაოდენობით აღმოჩენილია გარგარის, ვაშლის, ალუბლის, ატმის, ქლიავის კურკებში.
სასარგებლოა:
აფერხებს სიმსივნური დაავადებების წარმოქმნას.
ასევე:
დღის განმავლობაში გარგარის რამდენიმე კურკის ჭამა, ოღონდ არა ერთ მიღებაზე, კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა.
B17-ის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიტამინი მოიხსენიება როგორც კიბოს საწინააღმდეგო საშუალება, აშშ-ს სამედიცინო ასოციაციის მიერ ის უარყოფილია, იმ საფუძველზე, რომ შეიძლება მომწამვლელი იყოს ციანიდის შემცველობის გამო.
ვიტამინი C
შეიცავს:
ციტრუსები, ასკილი, კივი, შავი მოცხარი, მწვანე ბოსტნეული, მჟავე კომბოსტო, კენკრა, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო, ტკბილი კარტოფილი, ჩვეულებრივი კარტოფილი.
სასარგებლოა:
ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარიანობის გაზრდა, რკინის ათვისების გაუმჯობესება, ჰემოგლობინის დონის შენარჩუნება;
მთავარ როლს თამაშობს კოლაგენის ჩამოყალიბებაში, რომელიც აუცილებელია ქსოვილების უჯრედების, ღრძილების, სისხლძარღვების, ძვლების და კბილების ზრდისა და აღდგენისათვის;
აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ რკინის ათვისებას;
ჭრილობების შეხორცების, დამწვრობის მოშუშების და სისხლმდენი ღრძილებისათვის;
ოპერაციის მერე შეხორცებისათვის;
ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;
იცავს მრავალი ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისაგან;
მოქმედებს როგორც ბუნებრივი სასაქმებელი;
ამცირებს ტრომბის წარმოქმნის შანსს;
შველის გაციებების მკურნალობას;
ამცირებს სხვადასხვა ალერგენების მოქმედებას.
ასევე:
ჭარბი რაოდენობა სახიფათოა მათთვის, ვისაც აწუხებს ნიკრისი და მარილების დაგროვება;
სტრესის დროს გაცილებით სწრაფად მოიხმარება;
მწეველებს და ღრმად მოხუცებულებს გაზრდილი დოზა ესაჭიროებათ (ერთი მოწეული ღერი სიგარეტი ანადგურებს 25მგრ. ჩ ვიტამინს);
ნახშირბადის მონოოქსიდი შლის ჩ ვიტამინს, ამიტომ დიდი ქალაქის მაცხოვრებლებმა უნდა გაზარდონ ვიტამინის დოზა;
თუ ადამიანი ასპირინს ღებულობს, უმჯობესია თუ გაზრდის ჩ ვიტამინის დოზას;
ჟენშენის მიღების შემთხვევაში, გააკეთეთ 3 საათის შუალედი ჩ ვიტამინის მიღებამდე ან მისი მიღების შემდეგ.
ვიტამინი D
შეიცავს:
ზღვის თევზი, ზღვის კომბოსტო, რძის პროდუქტები, თევზის ქონი, სარდინები, ქაშაყი, ორაგული, თინუსი.
სასარგებლოა:
ძვლების გამაგრებისათვის, უჯრედების მიერ ტენიანობის შენარჩუნებისათვის, კანის საფარველის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის;
საჭიროების მიხედვით ახდენს კალცის და ფოსფორის უტილიზაციას, რაც კბილების და ძვლების სიძლიერისთვისაა საჭირო;
A და ჩ ვიტამინთან ერთად მიღებისას გაციების საწინააღმდეგოდ კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა;
კონიუქტივიტის სამკურნალოდ;
რაქიტის, ოსტეოპოროზის სამკურნალოდ.
ასევე:
D ვიტამინზე მოთხოვნილება არამზიან ამინდში იზრდება, რადგან აღნიშნული ვიტამინი ორგანიზმის მიერ სინთეზირდება მზის სხივების საშუალებით;
მათ, ვისაც სპეცსამსახურის ტანსაცმლის ტარება უწევთ, რომელიც არ ატარებს მზის სხივებს, ესაჭიროებათ D ვიტამინის დოზის გაზრდა.
ვიტამინი E
შეიცავს:
მწვანე ბოსტნეული, კვერცხი, რძე, მცენარეული ზეთი, გაღვივებული თესლი, ხორბლის ბუტკო, სოიოს მარცვალი, ბროკოლი, ბრიუსელური კომბოსტო, მწვანილის ფურცლები, მთლიანი მარცვლოვნები, ისპანახი, შოკოლადი.
სასარგებლოა:
კუნთების ქმედუნარიანობის შენარჩუნებისათვის, სისხლძარღვოვანი და ენდოკრინული სისტემისათვის;
იცავს გულის და ნერვული დაავადებებისაგან, მოწევის და დაბინძრებული ჰაერის მავნე ზემოქმედებისაგან;
ახალგაზრდული იერის შენარჩუნებისათვის, უჯრედების დაბერების პროცესის შენელებისათვის;
აფართოებს სისხლძარღვებს;
იცავს ფილტვებს ჰაერის დაბინძრებისაგან;
სისხლის ტრომბების გაჩენას აფერხებს;
დამწვრობის მოშუშებას აჩქარებს;
მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება და შეუძლია სისხლის წნევის დაწევა;
იცავს ნაყოფს მუცლისმოწყვეტისაგან.
ასევე:
ვიტამინი E და A ეფექტურად გამოიყენება ერთობლივად, ისინი აძლიერებენ ერთმანეთს;
E ვიტამინის უკმარისობას შეუძლია უნაყოფობის გამოწვევა;
აქტიური ანტიოქსიდანტი, ხელს უშლის ცხიმოვანი შეერთებების, A ვიტამინის, სელენის, ორი გოგირდისშემცველი ამინომჟავის და გარკვეული დოზით ჩ ვიტამინის დაჟანგვას;
იშლება ჟანგბადისგან, ყინვისგან და საკვების დამუშავებისას;
თუ ადამიანი დიეტის დროს იღებს ნახევრად არანაჯერ ცხიმებს, შესაძლებელია დასჭირდეს E ვიტამინი;
შეუზღუდავი რაოდენობით რკინა შლის E ვიტამინს, ამიტომ არაა კარგი მათი ერთდროულად მიღება;
ორსულ და მეძუძურ ქალებს, ასევე მათ ვინც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს და ჰორმონალურ პრეპარატებს იღებს, მენოპაუზის დროს ესაჭიროებათ E ვიტამინის მეტი დოზა.
ვიტამინი F
შეიცავს:
მცენარეული ზეთი ხორბლის ბუტკოსგან, სელის მარცვლები, მზესუმზირა, ალისარჩული, სოიოს მარცვლები, არაქისი, ნუში, პეკანი, ავოკადო.
სასარგებლოა:
ხელს უშლის ქოლესტერინის არტერიებში დალექვას;
უზრუნველყოფს კანის და თმების ჯანმრთელობას;
მოქმედებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების აქტიურობაზე, კალცს უჯრედებისათვის ხელმისაწვდომს ხდის;
ხელს უწყობს წონის დაკლებას, წვავს ნაჯერ ცხიმებს.
ასევე:
12 ჩაის კოვზი მზესუმზირის ზეთი ან პეკანის 18 ნაჭერს შეუძლია ამ ვიტამინის დღიური ნორმის დაკმაყოფილება;
არ აღინიშნება ტოქსიკურობა, მაგრამ გადაჭარბებულმა მიღებამ, შესაძლებელია სხეულის წონის ზრდა გამოიწვიოს;
F ვიტამინის უკეთესი ათვისებისათვის უმჯობესია მისი E ვიტამინთან ერთად მიღება. F ვიტამინის მიღება სჭირდება ყველას ვისაც ქოლესტერინის პრობლემა აწუხებს.
ვიტამინი P
შეიცავს:
ციტრუსების თეთრი ნაწილი და ცედრა, გარგარი, წიწიბურა, ბალი, მაყვალი, ასკილი.
სასარგებლოა:
აძლიერებს კაპილარების კედლებს, რითაც ხელს უშლია დალურჯებების წარმოქმნას;
აფერხებს და კურნავს ღრძილების სისხლდენას;
თავბურსხვევის, რომელიც გამოწვეულია შიდაყურის ავადმყოფობით და შეშუპეპების მკურნალობისათვის.
ასევე:
თუ კბილების გახეხვის დროს ღრძილებიდან სისხლდენის, დალურჯებებისადმი მიდრეკილების დროს, საჭიროა ამ ვიტამინის მიღება.
ვიტამინი K
შეიცავს:
ბოსტნეულის ფურცლები, მწვანე პომიდორი, ასკილი, ისპანახი, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო, ჭინჭრის ფურცლები, ჭვავი, შვრია, სოიო, ხორბლის კულტურები, ცხოველური წარმოშობის მოიპოვება ღორის ღვიძლში და კვერცხში.
სასარგებლოა:
K ვიტამინი ითვლება სისხლდენის საწინააღმდეგო ვიტამინად;
ხელს უწყობს ძვლის ქსოვილების რეგენერაციას და წარმოქმნას;
ხელს უწყობს ოსტეოკალცინის სინთეზს – ძვლის ქსოვილის ცილას, საიდანაც კრისტალიზირდება კალცი;
K ვიტამინი ახდენს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას.
ასევე:
K ვიტამინი ასევე სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში. ეს ვიტამინი ცხიმში ხსნადია და იმისათვის, რომ მისი გადამუშვება შეფერხების გარეშე მოხდეს, საჭიროა კუჭში მცირეოდენი ცხიმის არსებობა.