აქცია გრძელდება! დახარჯე ორი წუთი ონლაინ და მიიღე 100 ლარამდე ღირებულების ჰიპერმარკეტ Carrefour-ის ვაუჩერი უფასოდ - Gemrielia.ge

აქცია გრძელდება! დახარჯე ორი წუთი ონლაინ და მიიღე 100 ლარამდე ღირებულების ჰიპერმარკეტ Carrefour-ის ვაუჩერი უფასოდ



15 მაისამდე ყველა მომხმარებელს, რომელიც მაღაზიის ოფიციალურ ვებგვერდზე Deals.ge შეავსებს "რესპუბლიკის" ან "ლიბერთი ბანკის" უპროცენტო განვადების ონლაინ-აპლიკაციას არანაკლებ 350 ლარის ღირებულების პროდუქტებზე, საჩუქრად გადაეცემა ჰიპერმარკეტ "კარფურის" 25-დან 100 ლარამდე ღირებულების ვაუჩერი. ვაუჩერის გაცემა ხდება განვადების დამტკიცებისთანავე. ამასთან, მომხმარებელი ყოველ დამატებით 350-ლარიან ონლაინ-განვადებაზე მიიღებს დამატებით 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს. ვაუჩერის განაღდება შესაძლებელია "კარფურის" ნებისმიერ ჰიპერმარკეტში, 1 წლის განმავლობაში.

აქციით უკვე ათეულობით მომხმარებელმა ისარგებლა. მათ "კარფურის" სასაჩუქრე ვაუჩერები კომპანიის წარმომადგენლებმა გადასცეს. აქცია 21 აპრილიდან მიმდინარეობს და 15 მაისამდე გრძელდება.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ონლაინ-მაღაზიის ოფიციალურ ვებგვერდს Deals.ge და შეავსეთ განვადების ონლაინ-აპლიკაცია. შესაძლებელია კალათაში რამოდენიმე პროდუქტის მოთავსება და აპლიკაციის შევსება პროდუქტთა ჯამურ ღირებულებაზე. აქცია ვრცელდება რეგიონებზეც და მოქმედებს მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.

აქციას არაერთი უპირატესობა აქვს, რაც სასაჩუქრე ვაუჩერის გარდა, მოიცავს პროდუქციის უფასოდ მიწოდების სერვისს თბილისის მასშტაბით. ამასთან, განვადების პირობები არის მოქნილი და მაქსიმალურად მორგებული მომხმარებელთა ინტერესებზე. "რესპუბლიკა ბანკის" შემთხვევაში აპლიკაციებზე არ არის პირველადი შენატანი და დამტკიცების საკომისიო. ასევე, განაცხადის შევსება ხდება სულ რაღაც 2 წუთში, ხოლო პასუხს მომხმარებელი იღებს აპლიკაციის შევსებიდან 60 წუთის განმავლობაში.

კომპანია Deals.ge წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ-მაღაზიას, რომელიც ქართულ ინტერნეტსივრცეში 2014 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს. მთავარი კრიტერიუმი და სტრატეგია, რომლითაც Deals.ge პოზიციონირებს ბაზარზე არის პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი და ხარისხისა და ფასის მუდმივი კონტროლი. მაღაზია მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო ტექნიკას (პურის საცხობებს, მიკროტალღურ და ელექტროღუმელებს, აეროგრილებს, ხორცსაკეპებს, ტელევიზორებს, მაცივრებს და ა.შ.) და საყოველთაოდ ცნობილ ბრენდებს: SAMSUNG, LG, SONY, PHILIPS, PANASONIC, BEKO და სხვა.

კომპანიის უპირატესობაა მოქნილი და ეფექტური მიწოდების სერვისი როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, გადახდის მარტივი და მრავალფეროვანი პროცედურები, ონლაინ და შიდა განვადების სისტემა. აგრეთვე, შოპონგის ინოვაციური და მარტივი სისტემა, რაც არ საჭიროებს ზედმეტ დანახარჯებს და დამღლელ პროცედურებს. გარდა ონლაინ-სივრცისა, Deals.ge წარმოდგენილია ფიზიკური მაღაზიის სახითაც, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს, ფიზიკურად დაათვალიეროს და შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი.

ონლაინმაღაზია Deals.ge
ქ.თბილისი, ც.დადიანის 7, ბიზნესცენტრი "ქარვასლა", 207ბ
ტელ: 2 422 333

contact@deals.ge
https://www.facebook.com/deals.ge

R