როგორ გამოვაცხოთ ორიგინალური ორცხობილა "ბაჭიები" 15 წუთში - Gemrielia.ge

როგორ გამოვაცხოთ ორიგინალური ორცხობილა "ბაჭიები" 15 წუთში

ცოტა ფანტაზიას თუ მოიშველიებთ, ორცხობილა არა მარტო სასარგებლო და გემრიელი, არამედ სახალისოც გამოვა. გინდათ სასიამოვნოდ გააოცოთ და გაახაროთ თქვენი პატარები? - მაშინ მისდიეთ ჩვენს რეცეპტს!

ინგრედიენტები:

3 ჭიქა ფქვილი;

2 ს.კ. შაქარი;

1 პაკეტი მშრალი საფუარი;

1. ჩ.კ. მარილი;

1 კვერცხი;

1 ჭიქა არაჟანი;

1/4 ჭიქა წყალი;

2 ს.კ. კარაქი.

პატარა ქვაბში აურიეთ არაჟანი და კარაქი. მიღებული მასა გააზავეთ წყლით და დადგით ნელ ცეცხლზე. გამუდმებით ურიეთ მანამ, სანამ ეთგვაროვან მასას არ მიიღებთ, ოღონდ ადუღებამდე ნუ მიიყვანთ.

ჩააყარეთ ფქვილი, გათქვიფეთ კვერცხი და ყველა დარჩენილი ინგრედიენტიც დაუმატეთ არაჟნისა და კარაქის თბილ მასას. ყველაფერი ეს კარგად აურიეთ, მოზილეთ ცომი, კარგად შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას, რომ  ამოვიდეს.

ამის შემდეგ მოემზადეთ ორიგინალური ორცხობილის მოსამზადებლად:

მაგიდაზე დააფინეთ სამზარეულოს ქაღალდი და მასზე მოათავსეთ ცომის პატარა ბურთულები. მაკრატლის დახმარებით გამოკვეთეთ "ბაჭიების" ყურები, ხოლო კბილის საწმენდი ჩხირის მეშვეობით - თვალები.

GEMRIELIA

GEMRIELIA

გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსამდე. გამოაცხვეთ "ბაჭიები" 15 წუთის განმავლობაში გაოქროსფერებამდე.

GEMRIELIA

აი, ესეც თქვენი ორიგინალური და გემრიელი ნაცხვარი!