სოსისი ცომში- მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან დამზადებული გემრიელი, მარტივი და იოლად მოსამზადებელი საკვები - Gemrielia.ge

სოსისი ცომში- მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან დამზადებული გემრიელი, მარტივი და იოლად მოსამზადებელი საკვები



ერთ-ერთ ასეთ საიტზე ძებნისას, ფენოვან ცომში მომზადებული სოსისების რამდენი რეცეპტი ვნახე. გარდა იმისა, რომ ნამზადი მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა, ვიფიქრე ძალიან მოეწონებოდათ ბავშვებს... ჩავირბინე "ნიკორას" სუპერმარკეტში ვიყიდე "მზარეულის" ფენოვანი ცომი, ერთი კილო სოსისი და საქმეს შევუდექი.

შედეგი იმდენად გემრიელი და გასაოცარი იყო, რომ გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა.
რაც ყველაზე მთავარია, ცომში გახვეული სოსისი შეგიძლიათ წაიღოთ პიკნიკზე, მიირთვათ შესვენებაზე, შვილს გაატანოთ სკოლაში და გამოიყენოთ ფურშეტების გასაფორმებლად.

გთავაზობთ ჩემს მიერ მოძიებულ რეცეპტებს, რომლებიც ზემოთჩამოთვლილი ნებისმიერი სიტუაციისთვის გამოდგება.
რაც მთავარია, მათ მომზადებას მხოლოდ ორი ინგრედიენტი სჭირდება: სოსისი და ფენოვანი ცომი

სწრაფი ღვეზელი სადღესასწაულო ფურშეტისთვის
GEMRIELIA

თუ მეგობრების წრეში მხიარულ წვეულებას გეგმავთ ან თქვენი შვილი დაბადების დღეს აღნიშნავთ და მარტივ რეცეპტებს ეძებთ წასახემსებლად, ეს ვერსია მოგეწონებათ. მზადდება ძალიან ადვილად და სწრაფად

ინგრედიენტები:
მზა ფენოვანი ცომი ("მზარეული")
საბავშვო ან სასკოლო სოსისები ("ნიკორა", "კაიზერი")
კეტჩუპი

მომზადება:
მზა ცომი მსუბუქად გააბრტყელეთ და დაჭერით .
შეარჩიეთ მინი სოსისები, ან დიდები გადაჭერით.
ცომის თითოეულ ნაჭერს წაუსვით კეტჩუპი, დაადეთ სოსისი და გადაახვიეთ, დაალაგეთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე წრიულად, გვირგვინივით. ზემოდან ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით და 180-200 გრადუსზე გამოაცხეთ 20-25 წუთი.


მადისაღმძვრელი სოსისები ცომში- შესანიშნავი სწრაფი წასახემსებელი ნებისმიერ სიტუაციაში
GEMRIELIA

ინგრედიენტები:
სოსისი
6-7 ცალი
მზა ფენოვანი ცომი
500 გ

მომზადება:
ფენოვანი ცომი მსუბუქად გააბრტყელეთ და დაალაგეთ მასზე სოსისები. გადაახვიეთ, ზედმეტი ნაწილები ჩამოაჭერით და დაუფიქსირეთ ნაპირები. დაჭერით 1-1.5 სმ სისქის ნაჭრებად. შეწვით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ან ფრიტიურში.