თუ ბრინჯის ნახარშს აქცევთ ხოლმე, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია - Gemrielia.ge

თუ ბრინჯის ნახარშს აქცევთ ხოლმე, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია

ძველი ჩინური რეცეპტები - ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის საჭირო რეკომენდაციების ნამდვილი განძია! დროის მიერ გამოცდილი უძველესი ცოდნა ჯადოსნური ძალის მატარებელია და იმ დროსაც გვეხმარება, როცა ჩვეულებრივი საშუალებები სიტუაციაზე არანაიარად აღარ მოქმედებს. ჩინეთი განთქმულია ბრინჯისადმი სიყვარულით და სულაც არაა გასაკვირი, თუ რატომაა ეს მცენარე იქ ასეთ პატივში. სწორად მომზადებული ბრინჯი ხომ ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. იგი ხელს უწყობს ორგანოთა სისტემების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას, ავსებს სხეულს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით და ახანგრძლივებს სიცოცხლეს!


როცა ბრინჯს მიირთმევთ, თქვენი ორგანიზმი ტოქსინებისგან იწმინდება. ამ საკვებს აქვს საკვირველი უნარი, გამოდევნოს ორგანიზმიდან მავნე შენაერთები, დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, მაგრამ მასზე კიდევ უფრო სასარგებლო და ფასადაუდებელი პროდუქტია ბრინჯის ნახარში (წყალი). თუ აქამდე არასდროს გსმენიათ მისი უნიკალური თვისებების შესახებ, მაშინ თქვენ გზა ჯანმრთელი ცხოვრებისკენ ახლა გაგეხსნებათ!

 


იდეალური სხეული, ენერგია, მხნეობა და ჯანმრთელი კანი - ეს იმ ადამიანების თანამგზავრია, ვინც ბრინჯის ნახარშს (წყალს) მოიხმარს! ბრინჯის ნახარში ავსებს ორგანიზმს ნახშირწყლებით, კურნავს გასტრიტს, არეგულირებს არტერიულ წნევას, აფერხებს კიბოს განვითარებას. მისი გამოყენება შეიძლება დისბაქტერიოზისა და დერმატიტის საწინააღმდეგოდაც. ცნობილია მისი უნიკალური კოსმეტიკური თვისებებიც: ბრინჯის ნახარშით სახის დაბანისას ვიწროვდება ფორები, უმჯობესდება და თანაბარი ხდება სახის ფერი, აქრობს სიპრიალეს ცხიმიანი კანიდან.


ბრინჯის ნახარშის (წყლის) მომზადება იოლია: მიიყვანეთ ადუღებამდე წყლით დაფარული ცოტაოდენი ბრინჯი, მაგ: 1 ს.კ. ბრინჯი 1 ჭ. წყალში. აცადეთ ცოტა შესქელდეს. მიიღეთ 1 ჭიქა თბილი სითხე დღეში 2-ჯერ. დაიბანეთ ამ საშუალებით სახე დილა-საღამოს. ერთი კვირის შემდეგ თქვენ თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ! მიუდექით თქვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესს გონივრულად. გამოიყენეთ ძველი ჩინური რეცეპტები თქვენი ჯანმრთელობისა და გარეგნობის გაუმჯობესებისთვის!