4 საუკეთესო ლიმონათი ცხელ ზაფხულში წყურვილის მოსაკლავად - Gemrielia.ge

4 საუკეთესო ლიმონათი ცხელ ზაფხულში წყურვილის მოსაკლავად


1.  კლასიკური ლიმონათი

ინგრედიენტები:

6 ლიმონი;

2 ს.კ. შაქარი;

1 ს.კ. წყალი;

მწიკვი მარილი;

პიტნა (გემოვნებით).

მომზადების წესი:

გათალეთ 2 ლიმონი და დაჭერით მისი ცედრა თხელ ნაჭრებად. დადგით ღუმელზე ქვაბი, ჩაყარეთ შაქარი და ჩაასხით წყალი, დაუმატეთ დაჭრილი ცედრა. წამოადუღეთ 5 წუთით. გადმოდგით, გააგრილეთ და დაუმატეთ პიტნის ფოთლები. როცა სიროფი კარგად გაგრილდება, შედგით მაცივარში. ნახევარი საათის შემდეგ სიროფი გაწურეთ და დაუმატეთ 6 ლიმონის წვენი.

ეს კონცენტრირებული სასმელი შეგიძლიათ გააზავოთ ჩვულებრივი ან გაზიანი წყლით.

2. ინდური ლიმონათი

ინგრედიენტები:

1/2 ჭიქა ლაიმის წვენი;

2/3 ჭიქა ლიმონის წვენი;

1/3 ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი;

8 ჭიქა წყალი;

1 ჩ.კ. ახალი, დაქუცმაცებული ჯანჯაფილი (კოჭა, იმბირი).

მომზადების წესი:

ეს ლიმონათის ყველაზე იოლი რეცეპტია. უბრალოდ, შეურიეთ ყველა ინგრედიენტი გრაფინში, გააცივეთ და ჭიქებში ჩამოასხით. შეგიძლიათ დაუმატოთ ყინული.


3. მოცვის ლიმონათი

ინგრედიენტები:

4 ლიმონი;

2 ჭიქა წყალი;

1 ჭიქა შაქარი;

1/2 ჭიქა მოცვი;

2 ჭიქა ყინული.

GEMRIELIA

მომზადების წესი:

გათალეთ ლიმონები. გამოწურეთ წვენი. გრაფინში ჩაასხით 2 ჭიქა წყალი, დაუმატეთ შაქარი, ჩაყარეთ ცედრა და ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ. ბლენდერით ანკოვზით კარგად ათქვიფეთ მოცვი და დაუმატეთ გრაფინის მასას. გააცივეთ. ჩამოასხით ჭიქებში.


4. ანანასის ლიმონათი

ინგრედიენტები:


1/2 ჭიქა ანანასის წვენი;

2 ლიმონი;

2 კვერცხი;

1 ჭიქა გაზიანი წყალი;

ყინული.

მომზადების წესი:

ათქვიფეთ კვერცხის ცილა ანანასისა და ლიმონის წვენთან ერთად ქაფის გაკეთებამდე. გაწურეთ წვრილ საწურში. ბლენდერში დაამსხვრიეთ ყინული, დაუმატეთ გაზიანი წყალი. კარგად აურიეთ ერთმანეთს, გააცივეთ და ჩამოასხით ჭიქებში.

თუ ლიმონათი ძალიან ტკბილი გამოგივიდათ, ნუ ინერვიულებთ, სასმლი შეგიძლიათ წყლით გააზავოთ.