„აფერხებს დაბერების პროცესს და...“ - წაიკითხეთ თხილის სასარგებლო თვისებები (+ რეცეპტები ხალხური მედიცინიდან) - Gemrielia.ge

„აფერხებს დაბერების პროცესს და...“ - წაიკითხეთ თხილის სასარგებლო თვისებები (+ რეცეპტები ხალხური მედიცინიდან)

 

მინერალებისა და ვიტამინების შემცველობით თხილი ერთერთი გამორჩეული პროდუქტია. მაგრამ ყველაზე ფასეული მასში E ვიტამინისა და მაღალი ღირებულების ცილის ურთიერთშერწყმაა, რაც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის სიმტკიცეს და ანელებს დაბერების პროცესს.


თხილის ნაყოფის გული 58-71 პროცენტ ცხიმს, 14-18 პროცენტ ცილებს, 2-5 პროცენტ საქაროზას, B და E ჯგუფის ვიტამინებს და რკინას შეიცავს. გამოიყენება საჭმელად უმად, ან მისგან ამზადებენ კანფეტებს, კრემს, შაქარლამას, საუცხოოა თხილის ჩურჩხელა. დანაყილ თხილის გულს მცირე რაოდენობით წყალს ურევენ და მიიღება თხილის რძე, რომელიც ძალიან ყუათიანია და რეკომენდებულია ავადმყოფობით დასუსტებულთათვის.
მოხალული გულისგან მზადდება ყავის მსგავსი სასმელი, ფართოდ გამოიყენება ლიქიორის წარმოებაში, თხილის ზეთი არომატული და სასიამოვნო გემოსია, მას, გარდა კვების მრეწველობისა და საღებავების, პარფიუმერიისა და საპნის წარმოებაში იყენებენ. ზეთის გამოხდის შემდეგ ნარჩენი მასა ხალვის დასამზადებლად გამოიყენება.

თხილის პრეპარატებს გააჩნია სიცხისდამწევი, დიზენტერიის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ავიწროებენ სისხლძარღვებს, აძლიერებენ ლაქტაციას და ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს. თხილის ზეთს გააჩ­ნია საფაღარათო და ნაღვლმდენი მოქმედება, ასევე აძლიერებს თმის ზრდას.

გამოყენება მედიცინაში
გამოიყენება როგორც შინაგანი საშუალება გაცივებით გამოწვეული დაავადებების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, წვივის ტროფიკული წყლულის, წვრილი კაპილარებიდან სისხლდენის დროს, ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადების, სისხლნაკლებობის, ავიტამინოზის, რაქიტის, კოლიტის, შარდკენჭოვანი დაავადების, რევმატიზმის სამკურნალოდ. წინამდებარე ჯირკვლის გადიდებისას თხილის კაკლებისგან, ქერქისგან და ფოთლებისგან ნახარშს ამზადებენ და ღა­მით მიკროკლიზმის სახით იკეთებენ.

თხილიდან გამოწურულ ზეთს კვერცხის ცილას ურევენ და დამწვრობებს არჩენენ, ასევე ისვამენ თავზე თმის გასაჯანსაღებლად. 
თხილის ფოთლების ნაყენი: 20 გრ. დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი, დააყენეთ 4 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 50 მლ. 4-ჯერ დღეში ჭამამდე 0,5 საათით ადრე კუჭ-ნაწლავის, სისხლნაკლებობის, ავიტამინოზის, რაქიტის მკურნალობისას, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, წვივის წყლულის, კანქვეშა სისხლჩაქცევების დროს.

თხილის ფოთლების ნახარში: 20 გრ. დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 400 მლ. მდუღარე, ადუღეთ 10 წთ. ამის შემდეგ დააყენეთ 30 წთ., გაწურეთ. მიიღეთ 100 მლ. 2-3-ჯერ დღეში ჰიპერტონიული დაავადების, თირკმელების, ღვიძ­ლის დაავადების, ფაღარათის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროპიის დროს.
თხილის გული საგულდაგულოდ გასრისეთ, შეურიეთ წყალს. მიიღეთ 50 მლ. 3-ჯერ დღეში შარდკენჭოვანი დაავადებების, სისხლის ამოხველების, ციებ-ცხელების, კოლიტის დროს (200 გრ. თხილის გული 200 მლ. წყალზე). თხილის გული შეურიეთ თაფლს. მიიღეთ 25 გრ. 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ სისხლნაკლებობის დროს (200 გრ. თხილის გული 50 გრ. თაფლზე).

ტრომბოფლებიტის მკურნალობის ძველი, მივიწყებული საშუალებაა თხილის ფოთლების ნახარშით მკურნალობა. ივნისში უნდა შევაგროვოთ ახალი ფოთლები და გავახმოთ ჩრდილში. გამხმარი ფოთლები უნდა დავაყენოთ როგორც ჩაი: 1 ს/კ ფოთლებს დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი. ნაყენი მივიღოთ 4 ჯერ დღეში. ეს საშუალება უხდება აგრეთვე წვრილი ვენებისა და კაპილარების გაგანიერებას