7 მწვანილი ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე
1.ბაზილიკი- ბერძნულიდან მისი სახელი ითარგმნება როგორც მეფე და ის ნამდვილად ამართლებს ამ ტიტულს მისი საოცარი არომატისა და სამკურნალო თვისებების გამო არეგულირებს წნევას აწესრიგებს სისხლში ჟანგბადის მიწოდებას მდიდარია ანტიოქსიდანტებით
2.ოხრახუში
ამ მწვანილის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია რომელიმე კერძი ასუფთავებს და აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან, ამაღლებს იმუნიტეტს
მდიდარია ვიტამინებით.
3. ქონდარი
მისი არომატი კერძში თანდათან მატულობს და უკეთესია თუ მას თავიდანვე ჩავყრით კერძში ძალიან უხდება ხორციან კერძებს ქონდრის ჩაი საუკეთესო საშუალებაა ყელის ტკივილისას მასში უხვადაა ცელულოზა.
4.როზმარინი
უხდება ხორცის კერძებს, განსაკუთრებით ცხვრის ხორცს. ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს ყველა ქვეყნის სამზარეულოში გაგიკვირდებათ და მის გემოს შეუძლია მოგიყვანოთ ხასიათზე:) როზმარინის ჩაი ხსნის შაკიკის შეტევებს. ეს მცენარე მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ანტიბაქტერიული ნივთიერებებით. ის აძლიერებს თქვენს იმუნიტეტს
5. შალფეი
სამზარეულოში ამ მცენარეს თითქმის მხოლოდ იტალიაში იყენებენ ხორციანი კერძების მოსამზადებლად. სამკურნალოდ კი ბევრი დაავადების დროს გამოიყენება. ლათინურიდან მისი სახელი ითარგმნება როგორც მშველელი და არც თუ ტყუილად უებარი საშუალებაა ანთებითი პროცესების სამკურნალოდ
ხელს უწყობს საჭმლის მონელებას
6. პიტნა
ყველაზე მეტად გავრცელებული მცენარე. ფართოდ გამოიყენება როგორც სამზარეულოში ისე სამკურნალოდ აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. პიტნის ნახარში კარგია მუცლის ტკივილისას პიტნის ჩაი ეხმარება ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. თუ ახალი პიტნის ფოთლებს დაღეჭავთ, თქვენი კბილები იქნება ქათქათა და პირის ღრუ ჯანსაღი
7. კამა
აუცილებელი საკმაზი წვნიანებისა და სალათებისთვის. კამის ჩაი არის კარგი შარდმდენი საშუალება. წმენდს თირკმელებს მასში შემავალი ეთერზეთები ასტიმულირებენ საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას