როგორ გამოვიყენოთ კეფირი მადის დასაქვეითებლად და წონის დასაკლებად? - Gemrielia.ge

როგორ გამოვიყენოთ კეფირი მადის დასაქვეითებლად და წონის დასაკლებად?

თუ  კეფირს  მხოლოდ  რამოდენიმე,  მარტივ  ინგრედიენტს  დავუმატებთ,  მისგან  საოცარ  კოქტეილს  მივიღებთ, რომელიც  გამოაცოცხლებს  და  გააახალგაზრდავებს  ჩვენს  ორგანიზმს.


გთავაზობთ  კეფირის  კოქტეილის  3  რეცეპტს,  რომლებიც  მოგიწესრიგებთ  ნივთიერებათა  ცვლას  და  გაგიუმჯობესებთ  ჯანმრთელობას:

1. კოქტეილი  ორგანიზმის  გასაწმენდად

. 200 მლ  კეფირი
. კოვზის  წვერით  დაფქვილი  კოჭა  და  დარიჩინი
. მწიკვი  წითელი  წიწაკა
. 2 ს/კ  მინერალური  წყალი

ეს  ყველაფერი  კარგად  შევურიოთ  ერთმანეთს  და  გავაჩეროთ  1-2  საათი.  უმჯობესია  მივიღოთ  უზმოზე.


2. კეფირი  თაფლით - წონის  დასაკლებად

.
1 ჩ/კ  დაფქვილი  კოჭა
. 1 ჩ/კ  თაფლი
. კოვზის  წვერით  დაფქვილი  დარიჩინი
. ლიმონის  წვენი  2-3 ს/კ
. 200 მლ  კეფირი

თუ  ამ  კოქტეილს  დალევთ  დღეში  3-ჯერ  და  დაბალკალორიულ  საკვებს  მიირთმევთ, კვირაში  2- 4  კილოგრამს  მოიკლებთ  და  ჯანმრთელობასაც  გაიუმჯობესებთ.

3. კოქტეილი  მადის  დასაქვეითებლად

. 5 ცალი  გათლილი  ვაშლი
. 300 მლ  კეფირი
. კოვზის  წვერით  დარიჩინი

გათლილი  ვაშლი  დავჭრათ, მოვათავსოთ  ბლენდერში, დავასხათ  კეფირი, ვუყოთ  დარიჩინი  და  კარგად  ავთქვიფოთ.  
გარდა  იმისა,  რომ  ეს  კოქტეილი  მადას  აქვეითებს,  ის შლაკების  გამოდევნის  საუკეთესო  საშუალებაა.


მერწმუნეთ,  სამივე  კოქტეილი  მოგცემთ  გასაოცარ  შედეგს. არ  დაგავიწყდეთ  იზრუნოთ  ახლობლებზეც, ასე  რომ, მათაც  გაუზიარეთ  ეს  უჯანსაღესი  რეცეპტები.
ჯანმრთელობას  გისურვებთ!