როგორ ვაჭამოთ "უჭმელ" ბავშვებს ძალდაუტანებლად? - კრეატიული იდეები დედებისთვის - Gemrielia.ge

როგორ ვაჭამოთ "უჭმელ" ბავშვებს ძალდაუტანებლად? - კრეატიული იდეები დედებისთვის

ათასგვარი ათსგვარი სახალისო თამაში თუ ზღაპრები, რაც გარკვეული ხნის შემდეგ ბავშვებს მაინც ბეზრდებათ და დედები დგებიან დილემის წინაშე: როგორ დავაინტერესოთ ჩვენი შვილები საკვებით ისე, რომ ძალდაუტანებლად შეჭამონ?!

კრეატიულმა მზარეულებმა და არა ნაკლებ კრეატიულმა დედიკოებმა გამოსავალი ამ რთული პრობლემიდანაც იპოვეს და წუნია შვილებისთვის საკვებისგან ნამდვილი ზღაპარი შექმნეს:

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

ინგრედიენტებად შეგიძლიათ ნებისმიერი საკვები პროდუქტი გამოიყენოთ: ხილი, ბოსტნეული, ძეხვი, რძე, რძის ნაწარმი, ნაღები, ნაყინი... ასევე შეგილიათ ფანტაზიას მისცეთ გასაქანი და თქვენს სამზარეულოში ნამდვილი ჯადოქრობა დაატრიალოთ. და თუ მომზადების პროცესში თქვენს პატარასაც დაიხმართ, მაშინ ის არა მარტო ამ გემრიელობების ჭამით, არამედ კეთებითაც დაინტერესდება და შეიძლება, მომავალში მისგან ნამდვილი კულინარიც კი დადგეს. მანამდე კი, წარმოიდგინეთ, ვინ გაუძლებს ცდუნებას, არ დააგემოვნოს ნაყინისა და მარწყვისგან დამზადებული ულამაზესი ნუგბარი და მადისაღმძვრელად საინტერესო სენდვიჩები, საოცრად გაფორმებული კვერცხი და ბრინჯის დათუნიები, საზამთროს საბავშვო ეტლში ჩაწყობილი ათასფერი ხილი, მოკლედ, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს... ასე რომ, თქვენი შვილები სილამაზესა და დახვეწილ გარემოს აქედანვე შეეჩვევიან და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რას ვჭამთ, არამედ ისიც, თუ როგორ ვჭამთ, მაშინ თქვენი მცდელობა კიდევ უფრო დაფასდება.
მგონი, ჩვენმა დედიკოებმა კიდევ ერთი "ზოგადსაკაცობრიო" პრობლემა გადაჭრეს... მიბაძეთ თქვენც: ცოტაოდენი მონდომება, ცოტა ძალისხმევა, ხალისი და შედეგიც არ დააყოვნებს: თქვენი პატარები მრავალფეროვან საკვებს და კულტურულად ჭამას თავად მოგთხოვენ!