თაფლი - ყველაზე სასარგებლო საკვები და გამაახალგაზრდავებელი პროდუქტი.
იგი შეიცავს მრავალფეროვან ორგანულ და არაორგანულ მჟავებს - მარილმჟავას, ფოსფორის, ვაშლის, ღვინის ტიპის მჟავებს. თაფლი მდიდარია ისეთი მიკროელემენტებით, როგორიცაა: ნიკელი, რკინა, კალციუმი, სპილენძი, მაგნიუმი, ვერცხლი და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის ორგანიზმის მიერ თაფლის ათვისება ხდება სრულად.
მნიშვნელოვანია, არ გადავაჭარბოთ თაფლის მიღების დღიურ ნორმას.
მოზრდილთათვის თაფლის ყოველდღიური ნორმა შეადგენს 60-100 გრ (უმჯობესია განაწილდეს დღის განმავლობაში რამოდენიმე მიღებაზე).
ბავშვებისათვის სადღეღამისო დოზა ორჯერ ნაკლებია (30-50 გრ).
სასურველია თაფლის მიღება ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე.
თაფლის ათვისება ადვილდება, თუ იგი გაზავებულია თბილ წყალში, ჩაიში ან რძეში. ავადმყოფობის შემდეგ სასურველია თაფლის მიღება თბილ ასკილის ნაყენთან ან ხილის წვენთან ერთად.
რამოდენიმე რჩევა, რომლებიც გამოგადგებათ კულინარიაში:
1. თაფლი შაქარზე ტკბილია, ამიტომ თუ შაქრის თაფლით შეცვლა გსურთ, მისი დოზა უნდა შეამციროთ დაახლოებით 2-ჯერ;
2. თაფლი ათხელებს ცომს. თუ ცომს უნდა დაუმატოთ თაფლი, შეამცირეთ მისი რაოდენობა;
3. თაფლის დამატების შემთხვევაში, გამომცხვარი ორცხობილა, კექსი ან ფუნთუშა დიდი ხნის განმავლობაში არ გახმება;
4. თაფლი წყალზე გაცილებით მძიმეა. 1 ჭიქაში ჩადის დაახლოებით 350 გრამი თაფლი;
5. თუ კოვზს წინასწარ ჩადებთ ადუღებულ წყალში, დაკრისტალებულ (ჩაშაქრებულ) თაფლთან მუშაობა გაცილებით გაგიადვილდებათ. იგი კარაქივით გაჭრის თაფლს;
6. იმისთვის, რომ ხორცის და ფრინველის შეწვის შემდეგ მიიღოთ დაბრაწული, ოქროსფერი კანი, წაუსვით პროდუქტს თაფლი;
7. თაფლით გამომცხვარი ნამცხვრები და ფუნთუშეული იღებს ყავისფერ ფერს. ასე რომ არ შეშინდეთ;
8. თუ ჩაშაქრებული ან გამაგრებული თაფლის კვლავ თხევადად ქცევა გინდათ, ეს ფრთხილად უნდა გააკეთოთ. ჩადეთ თაფლიანი ჭურჭელი ცხელი წყლით სავსე ქვაბში და ნელ-ნელა ურიეთ. თაფლის პირდაპირ ცეცხლზე გაცხელება არ არის რეკომენდებული. გახსოვდეთ, რომ 35-40°-მდე და ზემოთ გაცხელებისას თაფლი კარგავს სასარგებლო თვისებების ძირითად ნაწილს.
თაფლი შეუცვლელია კოსმეტოლოგიაში.
გთავაზობთ თაფლის ნიღბების მომზადების რამოდენიმე ვარიანტს. თუკი არ დაიზარებთ და თქვენს კანს ამ ნიღბებით გაანებივრებთ, სიბერე თქვენთან მოსვლას ძალიან დააგვიანებს.
ნიღაბი კლეოპატრა:
1 სუფრ. კოვზი თაფლი;
1 სუფრ. კოვზი შვრიის ან ხორბლის ფქვილი;
1 ჩაის კოვზი არაჟანი (მშრალი კანისთვის) ან რამოდენიმე წვეთი ლიმონი (ცხიმიანი კანისთვის).
ეს ნიღაბი განაახლებს სახის კანის ფერს, გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს შეუწყობს კანის გაწმენდას. შეურიეთ თაფლი და ფქვილი ერთმანეთს, კარგად მოურიეთ, რომ არ დარჩეს გუნდები. თუ მშრალი კანი გაქვთ, დაუმატეთ არაჟანი, თუ ცხიმიანი - რამოდენიმე წვეთი ლიმონი. დაიდეთ ნიღაბი სახეზე და ყელზე და დატოვეთ 20-25 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოიშორეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ორჯერ ერთი თვის განმავლობაში. 2-3 თვის შემდეგ გაიმეორეთ კურსი.
------------------------------------------
* შეურიეთ თაფლი შვრიას და გახეხილ ნიგოზს - ეს სახის შესანიშნავი "სკრაბია".
* შეურიეთ ერთმანეთს თაფლი და ვაშლის წვენი, წაისვით სახეზე და 1 5 წუთი გააჩერეთ - ეს დამატენიანებელი ნიღაბია, რომელიც ამკვრივებს და არბილებს კანს.
* სახის ნიღაბის მოსამზადებლად 2ჩ.კ. რძე და 2 ჩ.კ. თაფლი არიეთ. ათი წუთით დადგით და შემდეგ სახეზე წაისვით.
* თაფლი მშრალი კანის ლოსიონის ფუნქციასაც ასრულებს. 1/4 ჩ.კ. ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი და 1 ჩ.კ. თაფლი, დადგით 10 წუთით და შემდეგ გამოიყენეთ.
* თაფლის კოსმეტიკური ნიღბისთვის საჭიროა: 50 გრ. ცვილი, 100 გრ. სალბის ნახარში, 100 გრ. თაფლი. 100 გრ. მდუღარე დააყენეთ, გაწურეთ. გაათბეთ ცვილის გადნობამდე, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.ნიღაბს გააჩნია მკვებავი მოქმედება.
* გამწმენდი ნიღაბი - 100 გრ. თაფლი, 25 გრ. სპირიტი, 25 გრ. წყალი აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ტამპონით წაისვით სახეზე 15 წთ–ის განმავლობაში, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.