კერძის მომზადების დროს თავიდანვე დაჭერით ნიორი... აი, მიზეზი - Gemrielia.ge

კერძის მომზადების დროს თავიდანვე დაჭერით ნიორი... აი, მიზეზი

ნიორი - ეს უბრალოდ, საკვები კი არა, არამედ ლეგენდაა! ეს უნიკალური ბოსტნეული ხომ თავად ბიბლიაშია მოხსენებული და ნაპოვნია ეგვიპტის უძველეს პირამიდებში. დასავლური მედიცინის მამა - ჰიპოკრატე ნიორს რეგულარულად უნიშნავდა პაციენტებს. ძველ საბერძნეთში კი ამ გასაოცარი თვისებების მქონე პროდუქტს ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს აძლევდნენ მათი შედეგების გასაუმჯობესებლად.


თანამედროვე გამოკვლევები ადასტურებს იმ ცოდნას, რასაც ინტუიტურად გრძნობდნენ უძველესი ექიმბაშები და მკურნალები: ნიორი - ეს ერთ-ერთი მძლავრი პოტენციური იარაღია დაავადებებთან საბრძოლველად. უცხოელი მეცნიერების კვლევების თანახმად, ნიორში ხდება ნაერთ ალიცინის ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს მის ანტივირუსულ მოქმედებას. ის აქტიურად გამოიყენება იმ მედიკამეტებისადმი მდგრადი შტამების წინააღმდეგ, როგორიცაა მაგ: E.coli . ნიორს შეუძლია გაანადგუროს ზოგიერთი ტიპის სუპერბაქტერიაც, რომელიც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობით გამოირჩევა.

სინამდვილეში ალიცინი პირდაპირი სახით არ შედის ნივრის შემადგენლობაში, უბრალოდ, ალინი და ენზიმი ნივრის კბილის უჯრედების შემადგენელი ნაწილებია. ისინი არსებობენ ცალ-ცალკე, მაგრამ როცა უჯრედული მემბრანები ნადგურდება, ერთდებიან და წარმოქმნიან ალიცინს.

ასე რომ, როცა სადილს ამზადებთ, უნდა გაწყვიტოთ ნივრის კბილებში შემავალი ეს მემბრანები და არავითარ შემთხვევაში მთელი სახით არ ჩაყაროთ ნიორი ქვაბში ან ტაფაში. დაიმახსოვრეთ, რომ წვა ანადგურებს ალიცინის სამკურნალო თვისებებს. უკანასკნელი პერიოდის კვლევებით დადასტურებულია, რომ მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება ან ხარშვა ანადგურებს ნივრის ყველა აქტიურ ენზიმს. და ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია მაშინ, როცა კერძების უმეტესობაში მოშუშული ნიორი გამოიყენება.

იმისთვის, რომ შეივინარჩუნოთ ალიცინის სამკურნალო თვისებები, ბევრი მეცნიერი გვთავაზობს დავაქუცმაცოთ, წვრილად დავჭრათ ნიორი და შემდეგ დავაყოვნოთ იგი ამ მდგომარეობაში 10 წუთით მაინც, რათა მასში ჩამოყალიბდეს რაც შეიძლება მეტი ალიცინი, რადგან მის გარკვეულ ნაწილს წვა-ხარშვა აუცილებლად გაანადგურებს. ამიტომ სანამ სადილის მომზადებას შეუდგებოდეთ, პირველ რიგში დაჭერით ნიორი და მხოლოდ ამის შემდეგ გაამზადეთ სხვა ინგრედიენტები, რათა ამ მართლაც უნიკალური პროდუქტის სასარგებლო და სამკურნალო თვისებები მაქსიმალურად შეინარჩუნოთ!