საუკეთესო, ბუნებრივი, საშუალებები საკვებით მოწამვლის დროს - Gemrielia.ge

საუკეთესო, ბუნებრივი, საშუალებები საკვებით მოწამვლის დროს

მართალია ფარმაცევტრულ ბაზარზე უამრავი წამალი იყიდება ამ მდგომარეობიდა გამოსასვლელად, მაგრამ წამლის მოქმედებას დრო სჭირდება და ჩვენი მომნელებელი სისტემაც გარკვეული პერიოდის მანძილზე ვერ უბრუნდება ჯანსაღი მუშაობის რიტმს. ბუნებაში კი არსებობს უამრავი ნატურალური საშუალება, რომელიც სწრაფად დაგვეხმარება და მოგვიგვარებს პრობლემას.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

1.კოჭა, იგივე ჯანჯაფილი

ეს მცენარე ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის და ბევრი პრობლემის მოგვარებაც შეუძლია სახლის პირობებში.
საკვებით მოწამვლისას, აიღეთ ერთი ს/კ ნატურალური თაფლი, დაასხით რამოდენიმე წვეთი ჯანჯაფილის ახალდაწურული წვენი და დალიეთ. ეს ნაყენი მაშინვე დაგიამებთ მუცლის ტკივილს და ნაწლავებს გაწმენდს მავნე ბაქტერიებისგან.

2.ბანანი

ბანანი ისედაც ძალიან კარგად მოქმედებს  საჭმლის  მომნელებელ სისტემაზე. მასში უხვად შემავალი ნივთიერების კალიუმის წყალობით ის ერთ-რთი იმ იშვიათი  ხილთაგანია,  რომელთა  გამოყენებაც კარგია როგორც დიარეის,  ასევე  ყაბზობის  დროს.  მოგეხსენებათ,  დიარეის  დროს  ორგანიზმი  ძალიან  იფიტება  და  ადამიანი  სრულიად  კარგავს  ძალას.  ბანანი,  მისი  კვებითი ღირებულებების  გამო,   საუკეთესო  საშუალებაა ენერგიის  აღსადგენათ.  ოღონდ,  დიარეის  შემთხვევაში,  არ  უნდა  მიირთვათ  დღეში  2 ბანანზე  მეტი. 

3.ვაშლი

ამ ხილში,  ჯანმრთელობისთვის სასარგებლო,  უამრავი ვიტამინი და ნივთიერებაა. მოწამვლის დროს კი,  ვაშლის მიღება აქრობს გულისრევის შეგრძნებას და ებრძვის გულძმარვას. ასევე ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ ხელს უშლის მომწამვლელი ბაქტერიის განვითარებას და სწრაფად  მოგგვრით  შვებას.


4. ლიმონი

ლიმონის წვენი, მიღებისთანავე  ანადგურებს  ნაწლავებში  მოხვედრილ  მომწამვლელ ბაქტერიებს.  დიარეის  დროს, დალიეთ  რაც  შეიძლება  მეტი  ახალგამოწურული  ლიმონის  წვენი  წყალში ან  ჩაიში  გახსნილი.


5. წყალი

და  ბოლოს,  დალიეთ  რაც  შეიძლება  ბევრი  წყალი, რადგან  ჭარბი  რაოდენობით  სითხის  დაკარგვა,  იწვევს  ორგანიზმის  გამოშრობას.  თუ  ორგანიზმს წყლით  კარგად  გავაჯერებთ,  თავიდან  ავიცილებთ  ამ  პრობლემას.  თანაც  წყალი  რეცხავს  ჩვენს  ნაწლავებს  და  გამოაქვს  მომწავლელი  ბაქტერია.