მიირთვით თქვენი ხელით მომზადებული სასარგებლო ენერგეტიკული კანფეტები მავნე ენერგეტიკული სასმელების ნაცვლად - Gemrielia.ge

მიირთვით თქვენი ხელით მომზადებული სასარგებლო ენერგეტიკული კანფეტები მავნე ენერგეტიკული სასმელების ნაცვლად



თქვენ დაგჭირდებათ:

ფინიკი კურკის გარეშე - 10 ცალი;

ქიშმიში - 1/2 ჭიქა;

ქოქოსის ფხვნილი - 4 ს. კ. (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სეზამის მარცვლებით ან კაკაოთი);

სეზამის ზეთი 1/2 ს .კ.

თაფლი 1 ს.კ.

ფორთოხლის წვენი 1 ს. კ.

ვამზადებთ უბრალოდ:

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი სამზარეულოს კომბაინში ან ბლენდერში (გარდა 2 ს. კ. ქოქოსის ბურბუშელისა) და დააქუცმაცეთ.

გამოაცხეთ ბურთულები და გააგორეთ ქოქოსის ან თქვენს მიერ არჩეულ ბურბუშელაში.

მზადაა.