როგორ მოვიშოროთ არასასურველი კილოგრამები და გავიწმინდოთ ორგანიზმი, სულ რამოდენიმე დღეში
დიეტა, რიმელსაც შემოგთავაზებთ, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და შედეგის გარანტიასაც გაძლევთ. რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა მიიღოთ ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი ტემპით ვერ იკლებს და თუკი, თქვენს წონაზე მკაცრი კვების რეჟიმი არ მოქმედებს, ნუ დაგეზარებათ დაუთმოთ რამოდენიმე წუთი თქვენს თავს და ივარჯიშოთ. ვარჯიში, წონის კორექტირების ყველაზე ეფექტური და ჯანსაღი გზაა.
დიეტა, რომელსაც გთავაზობთ, ძალიან მკაცრია, მაგრამ ამავდროულად სასარგებლოც, რადგან რაციონში შემავალ ბრინჯს ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნარჩენები და წმენდს ორგანიზმს. გახსოვდეთ, ამ დიეტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეთ 3 დღეს და სასურველია ამ 3 დღის მანძილზე მიიღოთ ვიტამინები და მინერალები. დიეტის დროს აუცილებლად მიიღეთ 3 ლ წყალი.
დიეტა :
1. 250 გრ ბრინჯი კარგად გარეცხეთ და დატოვეთ წყალში მთელი ღამე.
2. მეორე დილით, კარგად გადარეცხეთ დაყენებული ბრინჯი და მოხარშეთ 1 ჭიქა წყალთან, დაბალ ცეცხლზე.
3. მომზადებული ბრინჯი მიირთვით, მთელი დღის მანძილზე, 500 გრ მაწონთან ან კეფირთან ერთად.
თუ შიმშილი ძალიან შეგაწუხებთ, შეგიძლიათ მიირთვათ კიტრი, რამდენიც გნებავთ.
წარმატებებს გისურვებთ !