გააკარით სამზარეულოში: 5 სანელებელი, რომლის ჯადოსნური თვისებების შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ
გთავაზობთ 5 სანელებელს, რომელიც, ჩვენი აზრით, თქვენს ჯანმრთელობას დიდ სარგებელს მოუტანს:
ორეგანო - ანტიმიკრობული, ანტივირუსული, პარაზიტების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი - უხდება პიცას, პასტას, შემწვარ კვერცხს, ბოსტნეულის სუპებს, მოშუშულ ბოსტნეულსა და სალათებს.
როზმარინი - მატონიზირებელი, მომამაგრებელი, იმუნომასტიმულირებელი, სწრაფად ხსნის სტრესს, ნერვულ დაძაბულობას, ამაღლებს განწყობას ნევროზისა და სქესობრივი სისუსტის დროს - უხდება ღუმელში მომზადებულ და შემწვარ კერძებს, ხორცს, თევზს, მარინადებს, ბალახის ჩაის და ლიმონათებს.
ქონდარი - ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული, პარაზიტების საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი, სისხლის გამწმენდი, შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი - უხდება სალათებს, სუპებს, ჩაშუშულ და მაკარონიან კერძებს, ყველა კვერცხიან კერძს.
კურკუმა (ყვითელი კოჭა, ინდური შაფრანი) - ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, მატონიზირებელი, გამაახალგაზრდავებელი, იმუნომასტიმულირებელი, ებრძვის კიბოს უჯრედებს - უხდება ბოსტნეულს, ხორცს, თევზს, კვერცხს, სუპებს და რაგუს.
სალბი (იგივე შალფეი) - ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, მატონიზირებელი, იმუნომასტიმულირებელი - უხდება შემწვარ ბოსტნეულს, ხორცს, თევზს, კარაქის სოუსებს, სუპებს და რაგუს.
ახლა თქვენ გეცოდინებათ, რომ მწვანილი და სანელებლები ბუნებრივი ანტიბიოტიკებია, რომლებიც ამაღლებენ იმუნიტეტს, ამცირებენ უჯრედების ანთებას, ახანგრძლივებენ ორგანიზმის ჯანმრთელობასა და ახალგაზრდობას.
გააკარით ეს დაფა თქვენს სამზარეულოში და იყავით ჯანმრთელები უბრალოდ და გემრიელად!