9 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჭამოთ ბევრი კიტრი - Gemrielia.ge

9 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჭამოთ ბევრი კიტრი

კიტრი მცენარეთა იმ ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც საზამთრო და გოგრა (Cucurbitaceae). როგორც საზამთრო, ასევე კიტრიც ბევრ წყალს შეიცავს (თითქმის 95%). ამიტომ ზაფხულის ცხელ დღეებში კიტრით წახემსების შემთხვევაში თქვენ გაუწყლოვებას მარტივად გადაურჩებით.


მაგრამ არსებობს მიზეზები, თუ რატომ უნდა ვჭამოთ ბევრი კიტრი არა მარტო ზაფხულში, არამედ მთელი წლის განმავლობაში. კიტრი, რომელიც შეიცავს ვიტამინებს: К, В, С , კალიუმს და მაგნიუმს , დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა წლის ნებისმიერ დროს და, განსაკუთრებით, სამუშაოთი გადატვირთულ დღეებში.

ამასთან, კიტრი შეიცავს უნიკალურ პოლიფენოლებსა და სხვა ორგანულ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ თქვენს ორგანიზმს თავიდან ააცილონ ქრონიკული დაავადებები და არა მხოლოდ!

მაშ ასე, რა არის მიზეზი, რომლის გამოც უნდა ჭამოთ ბევრი კიტრი, და სასურველია, ყოველდღე?

1. ის იცავს თქვენს ტვინს

კიტრი შეიცავს ანთების საწინააღმდეგო ფლავონოლ ფიზეტინს, რომელიც თამაშობს დიდ როლს თქვენი ტვინის შენარჩუნებაში. ფიზეტინი არა მარტო აუმჯობესებს მეხსიერებას და იცავს თქვენს ნერვულ უჯრედებს სიბერისგან გამოწვეული კვდომისგან, არამედ, როგორც ეს ლაბორატორიულ თაგვებზე ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, აფერხებს მეხსიერების დაქვეითებას და აღქმის უნართან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც ალცჰეიმეის დაავადებითაა გამოწვეული.

2. ამცირებს კიბოს რისკს

კიტრი შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებსაც ლიგნანებსაც უწოდებენ (პინორეზინოლი, ლარიცირეზინოლი, სეკოიზოლარიცირეზინოლი), და რომლებიც ამცირებს ძუძუს კიბოს, ასევე პროსტატისა და საკვერცხეების სიმსივნის განვითარების რისკს. კიტრში ასევე მოიპოვება კუკურბიტაცინები, რომელიბიც ასევე აფერხებენ კიბოს განვითარებას.

3. ეხმარება ორგანიზმს ანთებით პროცესებთან ბრძოლაში

კიტრში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები ეხმარება ჩვენს ორგანიზმს ანთებით პროცესებთან ბრძოლაში. ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ ეს ნივთიერებები აფერხებს ანთების განვითარებას ან აქვეითებს მის ინტენსივობას.

4. მდიდარია ანტიოქსიდანტებით

კიტრი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინ С და ბეტა-კაროტინით. ამასთან, იგი შეიცავს ფლავონებს, რომლებსაც ანტიოქსიდანტების თვისებები ახასიათებთ. მაგ: კვარცეტინი, აპიგენინი, ლუტეოლინი, კემპფეროლი, რომლებიც დამატებით კიდევ ბევრ სასარგბლო თვისებას შეიცავენ.

5. ასუფთავებს თქვენს სუნთქვას

კიტრი ასუფთავებს პირის ღრუს მავნე ბაქტერიბისგან, რომლებიც პირში უსიამოვნო სუნს იწვევენ. აიუვერდას ავტორებიც ამკიცებდნენ, რომ საჭმელში კიტრის გამოყენება სხეულს იცავს მუცლის ღრუდან სითბოს დაკარგვისგან, რასაც ისინი პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გამომწვევად თვლიდნენ.

6. გეხმარებათ სტრესთან ბრძოლაში

კიტრი მდიდარია ვიტამინებით: В, В1, В5, В7 (ბიოტინი). გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ვიტამინი В ამცირებს შიშისა და შშფოთვის შეგრძნებას ალაგებს სტრესთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას.

7. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

კიტრი შეიცავს საჭმლის მომნელებელი სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ორ კომპონენტს: წყალს და უჯრედისს. თუ თქვენ გულძმარვით იტანჯებით, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ ძლიერი შეტევის დროს მისგან გათავისუფლების უპირველესი საშუალება ჭიქა წყლის მიღებაა, რაც კუჭში ამაღლებს PH-ს. ამიტომ წყლით მდიდარი კიტრის მიღებასაც იგივე ეფექტი აქვს.

კიტრის კანი შეიცავს წყალში უხსნად უჯრედისს, რაც ხელს უწყობს საკვებს დროულად გაიაროს ნაწლავები და გამოვიდეს ორგანიზმიდან.

8. გეხმარებათ, რომ არ გასუქდეთ

კიტრი დაბალკალორიული პროდუქტია, მაგრამ მშვენივრად ანაყრებს (ერთი ფინჯანი დაჭრილი კიტრი მხოლოდ 16 კალორიას შეიცავს). ამასთან, კიტრში შემავალი ხსნადი უჯრედისი მონელების დროს ერთგვარ ჟელესებრ მასად იქცევა, რაც ანელებს საჭმლის მონელებას. ამის გამო ნაყროვანების შეგრძნება ადამიანს დიდხანს მიჰყვება და, შესაბამისად, ცოტას ჭამს. აი, ამიტომ არის უჯრედისის შემცველი პროდუქტები ასე სასარგებლო მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს.

9. ეხმარება თქვენს გულს

კიტრი შეიცავს კალიუმს, რომელიც აკავებს წნევას უსაფრთხო ნიშნულზე. თქვენს სხეულს არ შეუძლია იფუნქციონიროს შესაბამისად კალიუმის შესაბამისი ბალანსის გარეშე როგორც უჯრედებში, ასევე მათ გარეთაც. კალიუმის ფუნქციაში შედის ურთიერთქმედება ნატრიუმტან ორგანიზმში, რაც ეხმარება ნერვული იმპულსების გადაცემის კონტროლს, კუნთების შემცირებასა და გულის მუშაობას.

სხვა რით არის კიდევ გამორჩეული კიტრი?

კიტრში შემავალი ფლავონები და ტანინი არა მარტო ნადირობენ თავისუფალ რადიკალებზე, არამედ ახასიათებთ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი თვისებაც. კიტრი მოხსენებულია სახალხო მედიცინის რეცეპტებში, როგორც სიცხის დამწევი, თავის ტკივილის საწინააღმდეგო, შარდმდენი საშუალება.

კიტრი - დედამიწაზე გავრცელების მიხედვით მეოთხე ბოსტნეულია, თუმცა, ტექნიკური კიტრი ხილია. ამიტომ მისი პოვნა ახლომდებარე სუპერმარკეტებში სულაც არაა პრობლემა, თუმცა, აჯობებს ის ბაზარში შეიძინოთ, ან თუ აგარაკი გაქვთ, თავად მოიყვანოთ. მითუმეტეს, როცა მისი მოყვანა სულაც არ არის ძნელი. კიტრი შეგიძლიათ აივნებზე ქოთნებშიც კი დარგოთ. მთავარია, ნერგს "მოსაჭიდებელი" ჰქონდეს. ასე რომ, თუ ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის მიღება გსურთ და ცოტაოდენი თავისუფალი დროც გაქვთ, დროა მებოსტნეობას მიჰყოთ ხელი!