როგორ მოვუაროთ პრობლემურ სახის კანს სახლის პირობებში?
იმისათვის რომ მოიგვაროთ სახის კანის პრობლემები, ხშირად სხვადასხვა კლინიკურ პროცედურას მივმართავთ. თუმცა, არსებობს ალტერნატივები, რომლებიც სახლის პირობებში პრობლემური კანის მკურნალობაში დაგეხმარებათ. მთავარია, იცოდეთ რა ეფექტი აქვს ამა თუ იმ მცენარეს, თუკი მას სახის კანის ნიღბისთვის გამოიყენებთ.
დაიმახსოვრეთ, ორგანული პროდუქტები ზოგჯერ ალერგიას იწვევს, ამიტომ გამოყენებამდე გირჩევთ, ხელზე წაისვათ და ისე შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა ალერგია კონკრეტულ პროდუქტზე.
რომელ მცენარეს რა ეფექტი აქვს:
გარგარის ნიღაბი კანს ამშვიდებს.
ბანანი ატენიანებს და არბილებს.
მოცვი და მოცხარი ავიწროებს ფორებს და აახალგაზრდავებს კანს.
ყურძენი ატენიანებს და არბილებს.
კარტოფილი - გახეხილი, როგორც უმი, ისე მოხარშული - მყისიერად ამშვიდებს კანს, ხსნის დაღლილობას და ასწორებს ნაოჭებს.
მარწყვი - აახალგაზრდავებს კანს.
ლიმონი - ავიწროებს ფორებს.
თაფლი - ასწორებს ნაოჭებს და კანს ხავერდოვნებას სძენს.
სტაფილო - კანის საუკეთესო მკვებავია.
ატამი - არბილებს და ასწორებს კანს.
კიტრი - აგრილებს და ატენიანებს სიცხისგან გამომშრალ კანს.
ბრინჯის ნახარში აუმჯობესებს კანის ფერს.
ვაშლი - ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს კანის ფერს და უხდება ანთებით დაზიანებულ ადგილებს.
გთავაზობთ სახის კანის რამდენიმე ნიღბის რეცეპტს:
ნიღბები ცხიმიანი კანისთვის :
თაფლი და ლიმონი
1 ჩკ თაფლი, 2 ჩკ ლიმონის წვენი და 1 ჩკ მწვანე ჩაის ნაყენი კარგად შევურიოთ ერთმანეთს. წავისვათ წინასწარ დაბანილ სახეზე, გავიჩეროთ 10-15 წუთი და ჩამოვიბანოთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.
*გაფრთხილება: თაფლიც და ლიმონიც ალერგიული პროდუქტებია, ამიტომ ნიღბის გამოყენებამდე წაისვით ხელზე და რეაქციის არქონის შემთხვევაში სახეზე!
ნიღაბი პომიდვრით
მწიფე პომიდორს მოვაცალოთ კანი. დავსრისოთ რბილობი ჩანგლით და დავიდოთ სახეზე 15-20 წუთი. ჩამოვიბანოთ და შევიზილოთ შესაბამისი მკვებავი საცხი. ეს ნიღაბი ავიწროვებს ფორებს და აშორებს კანს ცხიმიან ზედაპირს.
სტაფილოს ნიღაბი
გავხეხოთ ნახევარი სტაფილო და შევურიოთ საბავშვო ტალკი. მიღებული მასა გავიჩეროთ წინასწარ კარგად გასუფთავებულ სახეზე 15-20 წუთი და ჩამოვიბანოთ. ეს ნიღაბი, არა მარტო ცხიმიანობის მოშორებაში გვეხმარება, არამედ ის საუკეთესო საშუალებაა სახის კანის ფერის გასაუმჯობესებლად.
ვაშლი და სახამებელი
გავხეხოთ ვაშლი წვრილ სახეხზე, შევურიოთ 1 ჩ/კ სახამებელი და წავისვათ სუფთა სახეზე 15-20 წუთი.
ნიღბები მშრალი კანისთვის :
შავი პური და რძე
შავი პურის ნაჭერი ჩავალბოთ თბილ რძეში. მიღებული მასა გავინაწილოთ მთელ სახეზე და ჩამოვიბანოთ 15- 20 წუთის შემდეგ.
შავი პურის ნიღაბი #2
შავი პურის ნაჭერი ოდნავ დავალბოთ, შევურიოთ 1 ჩ/კ არაჟანი და 1 კვერცხის გული. მიღებული მასა გავიჩეროთ სახეზე 15-20 წუთი და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. წავისვათ სახეზე მკვებავი კრემი.