შოკოლადის ვაზები - როგორ გავალამაზოთ ჩვენი სუფრა
ამ მარტივი შოკოლადის ვაზების მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო დაგჭირდებათ, სამაგიეროდ დიდხანს ილაპარაკებენ თქვენს დიასახლისობაზე.
მოკლედ, მიყევით ამ ინსტრუქციას და გააოცეთ თქვენი ახლობლები:
1. გაადნეთ შავი შოკოლადის ფილა ორთქლის აბაზანაზე 4 სკ რძესთან ერთად, თან შეუჩერებლად ურიეთ. გადმოდგით და გააგრილეთ.
2. იგივე მეთოდით გაადნეთ თეთრი შოკოლადის ფილაც და ისიც გააგრილეთ.
3. გაბერეთ სქელი ბუშტი სასურველ ზომაზე, ძირით ჩაამაგრეთ რაიმე ჭურჭელში და ნელ-ნელა დაასხით ზემოდან ხან თეთრი და ხან შავი გამდნარი შოკოლადი.
4. დატოვეთ სანამ შოკოლადი კარგად არ გამაგრდება. ჩაჩვრიტეთ ბუშტი და ფრთხილად მოაშორეთ შოკოლადს.
ვაზებში შეგიძლიათ ჩაალაგოთ ხილი ან ტკბილეული.