როგორ გავხდეთ ძილით? - დიახ, ეს შესაძლებელია! - Gemrielia.ge

როგორ გავხდეთ ძილით? - დიახ, ეს შესაძლებელია!

როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ,  უძილობა ხელს უშლის წონაში კლებას, უფრო მეტიც,

ძილის რეჟიმის დარღვევამ შეიძლება წონაში მატებაც კი გამოიწვიოს. არადა,  თითქოს,  პირიქით უნდა იყოს, რაც მეტს ვმოძრაობთ მეტი კალორია უნდა დავწვათ.

როგორც მეცნიერებმა დაასკვნეს,  უძილობა აქვეითებს ორგანიზმში მადის მაკონტროლებელ ჰორმონს ლეპტინს და აძლიერებს შიმშილის ჰორმონს გრელინს. შესაბამისად დანაყრების სიგნალი ტვინს ძალიან გვიან მიეწოდება და ადამიანი ვეღარ აკონტროლებს კვების რაციონს.

პრობლემის  თავიდან  ასაცილებლად,  უმჯობესია  დასაძინებლად  დავწვეთ  საღამოს  10  საათზე,  როცა  ორგანიზმი  უკვე  გადასულია  დასვენების  რეჟიმზე  და  დილით  გავიღვიძოთ  6  საათზე.

ასე  ჩვენი  ორგანიზმი  აღიდგენს  ბალანსს  და  მოგვიწესრიგდება  ნივთიერებათა  ცვლა,  რაც  აუცილებელია  ჩვენი  ჯანმრთელობისთვის  და  ახალგაზრდობის  შესანარჩუნებლად.

წარმატებებს გისურვებთ !