ყავის ნალექის 3 საიდუმლო - Gemrielia.ge

ყავის ნალექის 3 საიდუმლო

თუ თქვენ ყავის ნამდვილი მოყვარული ხართ, მაშინ ბუნებრივია, თქვენი დღე ამ გამამხნევებელი სასმელით იწყება. ამ პატარა სიამოვნებას ხომ ყოველთვის მოაქვს პოზიტიური ენერგია ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში.

ბევრ თქვენგანს, ალბათ, ბავშვობიდან ახსოვს ახლადდაფქული ყავის სასიამოვნო სუნი, რომელიც მთელ სამზარეულოში იდგა. მაშინ დიასახლისების უმრავლესობა ყავას სახლში, საკუთარი ხელით ფქვავდა. ახლა თანამედროვე ტექნიკა ბევრ რამეს ჩვენს ნაცვლად აკეთებს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, რა მეთოდიც არ უნდა აირჩიოთ, ყავის ნალექი ხომ მაინც რჩება! ნუ იჩქარებთ მის ნაგავში მოშორებას - არსებობს 3 ხერხი, მისგან სარგებელი მიიღოთ.

1. ტანის სკრაბი

ყავის ნალექი გადასარევი ექსფოლიანტია, რომელიც რბილად აცილებს კანის აქერცლილ, მკვდარ უჯრედებს. სკრაბი შეგიძლიათ თავადაც დაამზადოთ. შეურიეთ ყავის ნალექს ქოქოსის ანდა ნებისმიერი სურნელოვანი ზეთი და თქვენი აბრეშუმივით კანის ატამსაც შეშურდება!
 

Coffee Body Scrub - Avada Modern Shop



2. სასუქი მცენარეებისთვის

ყავის ნალექი მდიდარია აზოტით, მიკროელემენტებით, მაგნიუმითა და კალიუმით, ამიტომ ის კარგი სასუქია თქვენი ოთახის მცენარეებისთვის. მაგრამ თუ თქვენ მისი მჟავიანობა გაფიქრებთ, აურიეთ ნალექი ნიადაგში და ზემოდან ისევ ნიადაგის ფენა მოაყარეთ.
 

Plants That Like Coffee Grounds | ThriftyFun



3. გამწმენდი საშუალება

ყავის ნალექი შეგიძლიათ გამოიყენოთ გამწმენდი პასტის როლში, როგორც ქიმიურ საშუალებებთან კომბინაციაში, ისე მათ გარეშეც - შეგიძლიათ ნალექი მოასხათ ნიჟარის ზედაპირს და ჯაგრისით კარგად გახეხოთ. შედეგი მაშინვე შესამჩნევი იქნება.

 

Use these coffee pods to clean your sink – Death Wish Coffee Company