ხრიკები დიასახლისებს - მიკროტალღური ღუმლის 7 უჩვეულო გამოყენება
მიუხედავად ბევრი მითქმა მოთქმისა, მავნეა თუ არა მიკროტალღური ღუმელის გამოყენება, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით,რომ მისი დახმარებით ცხოვრების გამარტივება შეგიძლიათ.
იცოდით თუ არა რომ :
1. მიკროტალღური ღუმელი საუკეთესო საშუალებაა სამზარეულო ნივთების სადენზიფექციოდ. შეაწყვეთ ღუმელში სარეცხი ღრუბლები ან მაგიდის ჩვრები, ჩართეთ მაღალ ტემპერატურაზე 1 წუთი და ბაქტერიებიც აღარსადაა.
ამ მეთოდით შეგიძლიათ კბილის ჯაგრისების დეზინფიცირებაც.
2. გაფცქვენით პომიდორი:
ჯვრის ფორმაზე დასერეთ პომიდვრის თავი და შედგით ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე 30 წამი . ღუმელიდან გამოიტანთ უკვე კანგაცლილ პომიდორს.
3. მოამზადეთ ფანტია ბრინჯი:
ჩაყარეთ ბრინჯი მაღალ ჯამში, დაასხით 1,5-ჯერ მეტი წყალი, უყავით მარილი, ცხიმი და შედგით ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე 10 წუთი. აუცილებელია ღრმა ჭურჭლის შერჩევა, რათა ტრიალისას არ გადმოიღვაროს წყალი.
4. მოამზადეთ " ჩიპსები ':
1 სომხური ლავაში დაჭერით პატარა ზომებზე, ამოსვარეთ 2 სკ ზეითუნის ზეთში, უყავით მარილი, წიწაკა და სასურველი სუნელები. შედგით ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე 1 წუთი, გამოიღეთ, აურიეთ და შედგით კვლავ ერთი წუთი. უგემრიელესი ჩიპსებიც მზად არის.
5.გაასტერილეთ ქილები:
წინასწარ გარეცხილ ქილებში ჩაასხით წყალი 3-4 სანტიმეტრზე. შედგით ღუმელში 5-6 წუთი მაღალ ტემპერატურაზე.
6. მოამზადეთ კარტოფილი ფრი:
დაჭერით კარტოფილი მოგრძო, წვრილ ზომებზე, ამოავლეთ ათქვეფილ კვერცხის ცილაში. მიკროტალღურ ღუმელს, ძირზე დაუფინეთ საცხობი ქაღალდი, დაყარეთ ზედ კარტოფილი და შეწვით მაღალ ტემპერატურაზე 15-20 წუთი.
7. და ბოლოს, ყველიანი ბატონი საუზმისთვის:
ჩაჭერით ბატონი პური რომბებად, ნაჭრებში ჩაალეგეთ თხელ ფენებად დაჭრილი ყველი და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 10 წუთი.
წარმატებებს გისურვებთ !