როგორ მოვამზადოთ სატოლმე ფოთლები სწრაფად - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადოთ სატოლმე ფოთლები სწრაფად


იმისთვის, რომ არც ბევრი დრო დაკარგოთ და არც ძალიან დაიღალოთ, ისარგებლეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ტრიუკით. ადრე თუ დიდ ხანს ელოდით, როდის გაიფუფქებოდა კომბოსტოს თავი და მერე როდის შეგრილდებოდა, ახლა ყველაფერი გაცილებით იოლი იქნება!

თავდაპირველად სწორად ამოარჩიეთ კომბოსტო: ის ოდნავ ბრტყელი უნდა იყოს, რათა ფოთლები თხელი და დიდი ჰქონდეს.

გარეცხეთ კომბოსტოს თავი, მოაშორეთ ზედა ფოთლები, ამოაჭერით მსხვილი ნაწილი და შედეთ მიკროტალღურ ღუმელში. გაითვალისწინეთ, რომ თუ ის 1,5-2 კგ-ს იწონის, მაშინ ღუმელი 900 ვტ-ზე უნდა დააყენოთ და გააჩეროთ იქ დაახლოებით 12 წუთი.

GEMRIELIA

მითითებული დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ კომბოსტო ღუმელიდან და თითის დაჭერით შეამოწმეთ, დაურბილდა თუ არა ფოთლები. შემდეგ მოათავსეთ კომბოსტოს თავი ცივი წყლის ონკანის ქვეშ და ნელა-ნელა მოაცალეთ ფოთლები. აი, ასე! ამის შემდეგ ტოლმას უფრო ხშირად მოამზადებთ.