საზამთროს ზღარბუნია - Gemrielia.ge

საზამთროს ზღარბუნია

არ  დაგჭირდებათ  ჯამი  მისი  მაცივარში  შესანახად.

მოიმარაგეთ   მხოლოდ  ერთი  მოზრდილი  საზამთრო,  მჭრელი  დანა  და  შეუდექით  მუშაობას:   

1.  გარედან  კარგად  გარეცხეთ  საზამთრო,  შეამშრალეთ   და  დანით  მოაჭერით  ზედა  ნაწილი,  ისე  როგორც  სურათშია  ნაჩვენები.

2.  ფრთხილად  ამოჭერით  გული,  გახსოვდეთ,  არ  დააზიანოთ  ქვედა  ნაწილი.  ამოჭრილი  გულს  მიეცით  პატარა  სამკუთხედის  ფორმები.  ჩაარჭეთ  კბილის  ჩხირები,  მხოლოდ  იმ  ნაჭრებში,  რომლებსაც  შემდეგ  ზემოდან  მოათავსებთ.

3.  ზღარბუნიას  თვალების  ადგილზე  ჩაამაგრეთ  ქიშმიშის  მარცვლები  კბილის  ჩხირის  მეშვეობით,  ცხვირის  ადგილზე  კი   მიამაგრეთ  სამკუთხად  მოჭრილი  საზამთროს  ქერქი.

4.  უკვე  მომზადებული  ქერქი  შეავსეთ  დაჭრილი  საზამთროს  გულებით.  ზემოდან  დააწყვეთ  კბილის  ჩხირებიანი  ნაჭრები, ისე  თითქოს  ეკლებია.  შედგით  მაცივარში  და  ისიამოვნეთ  თქვენი  გამაგრილებელი  ზღარბუნია  დესერტით.

GEMRIELIA