მორწყვა რომ სიამოვნებად გექცეთ - მარტივად გამოსაყენებელი მულტიფუნქციური შლანგი - Gemrielia.ge

მორწყვა რომ სიამოვნებად გექცეთ - მარტივად გამოსაყენებელი მულტიფუნქციური შლანგი


იხილეთ ვიდეო

თუმცა მცენარეების მორწყვა, მათი მოვლა ადამიანს სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს და არ უნდა იქცეს დამღლელ, მოსაბეზრებელ საქმიანობად. დღეს ამისთვის ძალიან მოსახერხებელი, უნიკალური და ინოვაციური საშუალება არსებობს.

წყლის შლანგზე საუბრისას თვალწინ უხეში, მოუხერხებელი რეზინის ან პლასტმასის შლანგი წარმოგვიდგება, რომელიც იმდენად მძიმე და მოუხერხებელია გამოყენებისთვის, რომ მხოლოდ მისი გადაადგილება დაგღლის. რეზინის შლანგი კი ხშირად ისე იხლართება და იბურდება, რომ დიდი ძალისხმევაა საჭირო მის გასასწორებლად და დანიშნულების ადგილამდე მისატანად.

დღეს უკვე არსებობს, ფაქტობრივად, რევოლუციური გადაწყვეტა, რაც მორწყვას და ზოგადად, შლანგის გამოყენებას სასიამოვნო საქმიანობად აქცევს. "სთრეჩ ჰოუზი" - ინოვაციური პროდუქტია გასაოცარი თვისებებით. მას ჯადოსნურ შლანგსაც უწოდებენ, რადგან როგორც კი მას წყალს შეუერთებთ, თავისით იშლება და თავისითვე გრძელდება. საკმარისია, წყალი გადაკეტოთ, შლანგი მაშინვე იკუმშება და საწყის ზომას უბრუნდება.
GEMRIELIA
საკმარისია მხოლოდ წყლის გამოშვება და "სთრეჩ ჰოუზი" მაშინვე იწყებს დაგრძელებას და საწყის სიგრძეზე სამჯერ მეტი იზრდება. ხოლო, როგორც კი წყალს გადაკეტავთ და შლანგი წყლისგან დაიწრიტება, წნევა დავარდება, "სთრეჩ ჰოუზი" შეიკუმშება და თავისით დაიკეცება. ინოვაციური შლანგის საიდუმლო მის რევოლუციურ დიზაინშია - შლანგის შიდა ნაწილი მოქნილი და ელასტიკური ფენისგან შედგება, რომელსაც დამცავი, რეზისტენტული ნეილონის ბადე აქვს. სწორედ ეს კონსტრუქცია - ორი ერთში, "სთრეჩ ჰოუზს" წყლის ნაკადთან ერთად სამჯერ მეტად გაფართოების საშუალებას აძლევს.

გარდა იმისა, რომ ამ თვისების გამო შლანგის გამოყენება ძალიან მოსახერხებელია, თქვენ იღებთ საჭირო ნაკადისა და წნევის წყალს, რაც დაგეხმარებათ, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მორწყათ ყვავილები, გარეცხოთ მანქანა და თან მძიმე შლანგის თრევაც აღარ მოგიწევთ. როგორც კი წყლის წნევას მოუმატებთ, შლანგი გაშლას იწყებს და იზრდება დიამეტრშიც და სიგრძეშიც...

ის, რაც ნამდვილად გამოარჩევს "სთრეჩ ჰოუზს" სხვა შლანგებისგან, ეს მის შიგნით ჩამაგრებული არხია, რომელიც წყალს სწრაფად და უფრო მძლავრად მოძრაობაში ეხმარება.ჩვეულებრივი შლანგებისგან განსხვავებით, რომელიც მოკეცვის, მზისა თუ მექანიკური ზემოქმედებისგან მალევე ზიანდება, "სთრეჩ ჰოუზი" საოცარი გამძლეობით გამოირჩევა. შლანგის შიგნით მოთავსებულია მოქნილი და ადვილად გაფართოებადი ფენა, გარედან კი გადაკრული აქვს დამცავი ბადე, რომელიც ნებისმიერ ამინდს უძლებს და არ ზიანდება.

7 მეტრის სიგრძის "სთრეჩ ჰოუზი", რომელიც მორწყვისას სიგრძეში სამჯერ იზრდება, ქაღალდის ხელსახოცების ერთ შეფუთვაზე ნაკლებს იწონის. ასე რომ, მისი გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას, სახლის, ბაღის ნებისმიერ კუთხეში დამატებითი ძალისხმევის გარეშე. ამავე დროს, წყალი თავისუფლად მიედინება შლანგში, ის კი ნებისმიერ ზედაპირზე მარტივად სრიალებს.

15-მეტრიანი "სთრეჩ ჰოუზი" კი იმაზე მსუბუქია, ვიდრე რძის კოლოფი. ხოლო 23-მეტრიანი - ბანანების ერთ შეკვრაზე ნაკლებს იწონის. ინოვაციური შლანგი იმდენად კომპაქტური და მსუბუქია, რომ მისი შენახვა, მოთავსება ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი – მანქანაში, ეზოში, თაროზე, უჯრაში ან უბრალოდ, ავტოფარეხში კედელზე ჩამოჰკიდოთ.

"სთრეჩ ჰოუზს" საოცარი ძალა აქვს და სუპერგამძლეა. სტანდარტული შლანგები იხლართება, იბურდება და იკვანძება, რის გამოც მორწყვისას გიწევთ გაჩერება, წელში მოხრა და გადახლართული შლანგის გასწორება, რაზეც ვხარჯავთ დამატებით დროსა და ენერგიას. მოქნილი, ელასტიკური დიზაინის მქონე "სთრეჩ ჰოუზი" არასოდეს იხლართება, იბურდება და იკვანძება. "სთრეჩ ჰოუზი" საოცრად მსუბუქი და მრავალმხრივი გამოყენებისაა. 

მძლავრი წყლის ნაკადის გამო ამ შლანგის გამოყენება შესაძლებელია ტროტუარის, ფანჯრების გასარეცხად და სხვა დანიშნულებით. "სთრეჩ ჰოუზში" წყლის ნაკადი მაშინაც არ იკლებს, როცა მას რამდენჯერმე შემოვახვევთ რამეს.
GEMRIELIA
"სთრეჩ ჰოუზს", რომლის შეძენა წარმოუდგენლად დაბალ ფასად არის შესაძლებელი, თან ასევე ახლავს საინტერესო და საჭირო აქსესუარები – მულტიფუნქციური სარწყავი, შვიდი სხვადასხვა ფუნქციით; ასევე, "სთრეჩ ჰოუზის" საკიდი, რომელიც პირდაპირ კედელზე შეგვიძლია დავამაგროთ და ავტომატური სარწყავი, რომელიც "სთრეჩ ჰოუზზე" მაგრდება.

ინოვაციური შლანგი იმისთვის არის შექმნილი, რომ წლების განმავლობაში გემსახუროთ. "სთრეჩ ჰოუზი" ერთადერთი შლანგია, რომელიც ყველა ჩვენგანს სჭირდება და უკანასკნელი შლანგია, რომელსაც შეიძენთ.

შეუკვეთეთ ახლავე: ტელ: 2 15 90 30

რეზინის მილი (7 მეტრი) - 39.99 ლარი

რეზინის მილი (15 მეტრი) - 59.99 ლარი

რეზინის მილი (23 მეტრი) - 79.99 ლარი

რეზინის მილი (30 მეტრი) - 99.99 ლარი

მილის საკიდი - 16.99 ლარი

მაღალი წნევის გამფრქვევი - 24.99 ლარი

მულტიფუნქციური წყლის გამფრქვევი - 15.99 ლარი

იხილეთ ვიდეო
R