ოქროს რჩევები, რომლებიც ნამდვილ შეფ-მზარეულად გაქცევთ - Gemrielia.ge

ოქროს რჩევები, რომლებიც ნამდვილ შეფ-მზარეულად გაქცევთ

ჯეიმი ოლივერი ნიჭიერი ბრიტანელი შეფ-მზარეულია, რომელსაც არაერთი კულინარიული ბესტსელერი აქვს გამოცემული და ხშირად მონაწილეობს მსოფლიოს წამყვან კულინარიულ შოუებში.


ის ასევე ცნობილია, როგორც ერის ჯანმრთელობისა და ჯანსაღი კვებისთვის მებრძოლი. ჩვენ შევაგროვეთ ოლივერის რამდენიმე რჩევა იმისთვის, რომ გაიმდიდროთ თქვენი გამოცდილება და გახდეთ ნამდვილი კულინარი!

1. როცა კოტლეტებს წვავთ, ხელები ხშირად დაისველეთ, რათა ხორცის ფარში ხელისგულებზე არ მიგეკროთ.

2. თუ კერძისთვის რომელიმე ინგრედიენტს ვერ შოულობთ, ჩაანაცვლეთ იგი სხვით, ან საერთოდ ამოიღეთ რეცეპტიდან. ნუ შეგეშინდებათ, კერძი მაინც გემრიელი გამოვა.

3. ქაფშიის გემო პასტებში არ იგრძნობა.

4. ლაიმს მეტ წვენს გამოადენთ, თუ ცოტა შეათბობთ.

5. ბროწეულს მარტივად გაარჩევთ, თუ შუაზე გაჭრით.

6. მაკარონი მშრალი და წებოვანი რომ არ გამოვიდეს, ყოველთვის დაუტოვეთ ცოტაოდენი წყალი. .

7. თუ თევზის ნაჭერს ცხიმიან, შებოლილ ბეკონს დაადებთ, მას სასიამოვნო არომატს მიანიჭებს.

8. თუ გსურთ ზედმეტი სისველე მოაშოროთ მოხარშულ კარტოფილს, გადააფარეთ ქვაბს პირსახოცი ან გაზეთი - ის შეიწოვს ზედმეტ სითხეს.

9. ბეკონი ქათამს შებოლილის გემოს მისცემს.

10. ლიმონიდან ან ლაიმიდან მეტ წვენს გამოწურავთ, თუ მათ მაგიდაზე რამდენჯერმე გააგორებთ და ამავდროულად ხელისგულს მსუბუქად დააჭერთ.

11. ზეთისხილიდან კურკებს მარტივად გამოიღებთ, თუ მათ ქილის ძირის მეშვეობით დაჭყლეტთ.

12. მწვანილმა მეტი წვენი და არომატი რომ გამოუშვას, დანაყეთ ისინი ფილთაქვაში და დანამეთ ზეითუნის ზეთით.

13. წიწაკა გაშავებამდე უნდა შუშოთ, თუ გსურთ, რომ ტკბილი გახდეს.

14. გარგარის კურკის გული სალათს ამარეტოს გემოს მისცემს.

15. ლიმონის ცედრა უნდა გახეხოთ ყველაზე წვრილ სახეხზე.

16. სოკოს მარილი უნდა დააყაროთ მომზადების დასრულებისას.

17. ლიმონის ცედრა ეცადეთ მოჭრათ რაც შეიძლება პატარა, თხელი და ბასრი დანით, რათა არ გაყვეს ლიმონის კანქვეშა თეთრი ნაწილები.

18. მაკარონს იოლად დაამტვრევთ, თუ პირსახოცში გადაახვევთ.

19. დაუმატეთ კერძს ანანასი, თუ ზედმეტად ცხიმიანი გამოდის.

20. თუ გსურთ, რომ შოკოლადის სოუსი გემრიელი გამოვიდეს, დაუმატეთ ფორთოხალი.

21. გარგარი კარგად მიდის მსუქან ხორცთან.

22. ბადრიჯანი ცეცხლზე უნდა მოამზადოთ მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში.

23. ქაღალდი კარგად იწოვს ქათმის ზედმეტ ცხიმს.

24. ქორფა ჭარხალი ხარშეთ მარილწყალში.

25. არ არის საჭირო გრილში ბევრი ნახშირის ჩაყრა. განათავსეთ ნახშირი გრილის მხოლოდ ერთ მხარეს და რიგრიგობით გადაალაგეთ პროდუქტები, რათა არ დაიწვას.

26. სალათის კარტოფილი ცხელი უნდა დაჭრათ.

27. ხორცს შეწვისას მოაყარეთ ერთი სადილის კოვზი ფქვილი, რათა ხორცი ხრაშუნა ქერქით დაიფაროს.

28. თევზის შეწვისას არ არის საჭირო ზეთის ტაფაზე დასხმა, ცხიმი თავად თევზს წაუსვით.

29. კრაბისა გრეიპფრუტის წვენის ნაზავი შეგიძლიათ წაუსვათ ტოსტებს, ან გამოიყენოთ მაკარონთან.

30. ცედრა რძეს აჭრის და ამ სახით სოუსი ხაჭოსებური გამოვა.

31. კარტოფილს მწვანილი სუფრაზე მირთმევის წინ უნდა მოაყაროთ.

32. თუ გსურთ მხოლოდ ერთი დანის დახმარებით დაჭყლიტოთ ნიორი, დააჭირეთ დანა წვრილად დაჭრილ ნიორს და არც მარილის მოყრა დაგავიწყდეთ, რომელიც კარგი აბსორბენტის ფუნქციას შეასრულებს.

33. თუ გსურთ სწრაფად მოამზადოთ ორგანიზმისთვის ვიტამინების საუკეთესო შევსება, აურიეთ ერთმანეთში მჟაუნა და კამა ლიმონის წვენთან ერთად.

34. ლიმონის ცედრა კარგად მიდის შოკოლადთან.

35. პიტნა სასურველია შეწვის დაწყებისას დაუმატოთ.

36. თუ გსურთ, რომ წიწაკა ჩილიმ დაკარგოს თავისი მძაფრი სიმწვავე, გარეცხეთ დიდი რაოდენობით წყალში და გააცალეთ თესლები.

37. თუ გსურთ, რომ ხახვის შუშვის დროს არასასიამოვნო სუნი გააქროთ, დაუმატეთ მარილი და შუშეთ დაბალ ცეცხლზე.

38. თევზი რომ გრილს არ მიეკრას, შეწვამდე წაუსვით მარილი.

39. ძმარს ზეთისხილიდან ზედმეტი მარილი გამოაქვს.

40. ვერმუტი რიზოტოს ბრინჯს არაჩვეულებრივ გემოს მისცემს.

41. თაფლის გასათბობად ქილა მოათავსეთ ცხელი წყლით სავსე ჯამში.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც და თქვენი ნახელავი უკეთესი გახდება!