როგორ მოვამზადოთ საღეჭი რეზინი სახლში
საღეჭი რეზინის სახლში მომზადებით თქვენ ნამდვილად გააოცებთ შვილებს და ამავდროულად დაიცავთ მათ იმ მავნე ნივთიერებების მიღებისგან, რომლებიც ნაყიდი საღეჭი რეზინების შემადგენლობაშია.
მაშ ასე, მოიმარეგეთ:
1. ლიმონის წვენი - 100 მლ
2. შაქრის სიროფი - 300 მლ
3. ჟელატინი - 20 გრ
4. სახამებელი - 1 ჩკ
5. ხილის წვენი - 100 მლ
მომზადება:
გააცხელეთ ხილის წვენი და ჩააყარეთ ჟელატინი, დატოვეთ ცეცხლზე სანამ ჟელატინი კარგად არ გაფუვდება.
მოამზადეთ შაქრის სიროფი, დაუმატეთ არომატიზატორი ან უბრალოდ ვანილი. ჩაასხით მომზადებული ჟელატინი და ჩაყარეთ სახამებელი.
კარგად შეურიეთ ერთმანეთს, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ გაწურეთ და ჩაასხით ფორმებში.
შედგით მაცივარში რამოდენიმე საათით.