როგორ გავხდეთ საზაფხულოდ - რას გვირჩევს პიერ დუკანი? - Gemrielia.ge

როგორ გავხდეთ საზაფხულოდ - რას გვირჩევს პიერ დუკანი?

 

ცნობილი ფრანგი დიეტოლოგი პიერ დუკანი, პირველ რიგში,  გვირჩევს ავიმაღლოთ მოტივაცია და გვთავაზობს თავის ახალ,  გასახდომი  კვების რეჟიმს, რომელსაც თავად "კიბეს" უწოდებს.


მოკლედ, საბოლოოდ მიიღეთ გადაწყვეტილება და მიყევით მის რჩევებს:

ორშაბათი - მიირთვით მხოლოდ ცილოვანი პროდუქტები.

სამშაბათი - ცილოვან პროდუქტს შეურიეთ ცოტა ბოსტნეულიც.

ოთხშაბათი - ცილოვანი, ბოსტნეული და ხილი.

ხუთშაბათი - შეგიძლიათ მენიუში შეიტანოთ ერთი ნაჭერი პური.

პარასკევი - ზემოთ ჩამოთვლილ ოთხივე სახის პროდუქტს უმატებთ ერთ ნაჭერ ყველს.

შაბათ-კვირას ცილოვან პროდუქტს,ხილს,ბოსტნეულს და ყველს უმატებთ მოხარშულ კარტოფილს.

ალბათ, მიხვდით, რატომაც  უწოდა მან ამ დიეტას კიბე, იწყებთ მკაცრად  და  ნელ-ნელა მრავალფეროვანს  ხდით დღის რაციონს.

ერთი კვირა რომ გავა, დაიწყეთ ყველაფერი თავიდან. საბოლოოდ თვეში დაიკლებთ 6-7 კილოს და ჯანმრთელობასაც არ დაიზიანებთ.

წარმატებებს გისურვებთ!